კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოვაცია ქუთაისის მერიაში

22 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა დოკუმენტაციის წარმოების ელექტრონულ მართვაზე გადადის. 

ნოვაციასთან დაკავშირებით ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. 

„საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება უკვე წარმატებით ახორციელებს, დადებითად წაადგება მერიის ადმინისტრაციას. რაც პირდაპირ აისახება როგორც ადამიანური რესურსის, ასევე, საქმის წარმოების პროცესების დაზოგვასა და გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა ქუთაისის მერთან შეხვედრისას ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა მიხეილ გვარჯელაძემ.

საოფისე დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვასა და საჭირო დოკუმენტაციაზე სწრაფ, დაუბრკოლებელ წვდომაზე საუბარი ქუთაისის მერიაში ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მაშინდელი მერი, ელექტრონული ტექნოლოგიების სპეციალისტი (ამერიკიდან 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დაბრუნებული) დიმიტრი კოპალიანი ამ კუთხით მერიის თანამშრომლების გადამზადებას გეგმავდა. 

უახლოეს დღეებში ქუთაისის მერია უკვე გადავა დოკუმენტაციის წარმოების ელექტრონული მართვის საცდელ რეჟიმში. მიმდინარე წლის მარტის თვიდან კი, ელექტრონული სისტემა ოფიციალურად ამუშავდება.

ახალი ამბები