კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონში 29 000 ფერმერი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს

22 იანვარი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, მარიამ ზეგარდელი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაახლოებით 29 000 ფერმერი სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისათვის დახმარებას მიიღებს. დახმარება განკუთვნილია მცირე მიწიანი ფართის მფლობელი ფერმერებისათვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ის ფერმერები რომლებიც ერთი ჰექტრის 25 მეასედ მიწის ნაკვეთს ფლობენ,  მიიღებენ პლასტიკურ ბარათებს 50 ლარის ოდენობით, რომლის განაღდებაც აგრო მაღაზიებში შეეძლებათ. იმათ კი, ვისაც უფრო მეტი მიწის ნაკვეთი აქვთ, დამატებით კიდევ 50 ლარს მიიღებს. 

ვაჟა ბზიშვილი ფერმერი : ,,შარშან 100 ლარი ავიღეთ, წელს გვითხრეს 50 ლარი იქნებაო, რადგან 25 მეასედამდე გვაქვს მიწის ნაკვეთი. კარგი იქნებოდა წელსაც არ შემცირებულიყო ეს დახმარება. შარშან დავამუშავეთ მიწის ნაკვეთი და ასევე სასუქის  შესაძენადაც დაგვრჩა ფული, სასოფლო სამეურნეო ინვენტარიც ვიყიდეთ. შეიძლება ითქვას, რომ არ არის საკმარისი ეს თანხა, მაგრამ ყურადღებას მაინც ვგრძნობთ და ესეც სტიმულია გლეხისთვის“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად დაწყებულია ფერმერთა სიების დაზუსტება.  მუნიციპალიტეტის სოფლის განვითარების სამსახურის უფროსის გიორგი ხიდაშელის განცხადებით, სიები უკვე გადამოწმებულია და ფერემერები უხლოეს მომავალში სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული შეღავათებით ისარგებლებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამით ქვეყნის ტერიტორიაზე  800 000-მდე ფერმერი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონ ლარს შეადგენს.                                                                    
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა ფიფია: ,,შარშან იყო ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, ვინც ვერ მოხვდა პროექტში.  წელს ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და მაქსიმალურად  ყველა ბენეფიციარი,  ყველა მიწის მესაკუთრე ვინც ფლობს 1 მთელ 25 მეასედ ჰექტარს ან ნაკლებს, მიიღებს ამ ტიპის დახმარებას“. 

ახალი ამბები