კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხუთი თვეა ხელფასი არ ამიღია, ამიტომაც დავტოვე სკოლა“ – აცხადებს ნიგვზიანის საჯარო სკოლის ყოფილი თანამშრომელი

22 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

„იძულებული გავხდი სკოლა დამეტოვებინა. ხუთი თვე ხელფასს რომ ვერ აიღებ, იქ არ ხარ საჭირო. ცუდია, ამ სფეროში პედაგოგების აგდება და მოტყუება რომ დაიწყეს. ჯერ არცერთ დირექტორს და სასწავლო ნაწილს, დამლაგებელს, ბუღალტერს, დარაჯს, საინფორმაციო მენეჯერს არ აუღია მომატებული ხელფასი და ეს ხუთი თვე გრძელდება, იქნებ ხმა ამოიღოთ მასწავლებლებო. ერთი რიგითი მასწავლებელი ვარ, რომელიც სექტემბრიდან დაასაქმეს, იანვარი მოვიდა და ხელფასი არ ამიღია,“ – წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის უკვე ყოფილი საინფორმაციო მენეჯერი ლადო აფხაზავა. როგორც თავად ამბობს, ის ხუთი თვის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობა, მას ამ ხნის მანძილზე ჰპირდებოდნენ შტატში ჩასმას, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საშტატო ერთეულები ამ დრომდე დამტკიცებული არ არის, მისი ჩტატში ჩასმა ვერ მოხერხდა. 

ლადო აფხაზავას კომენტარს სოციალურ ქსელშივე მოჰყვა გამოხმაურება, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩიტაძის მხრიდან, რომელმაც მოგვიანებით კომენტარი ადამიანის უფლებათა ცენტრსაც მისცა: „მართალია, გაზრდილი ხელფასები ჯერ არ აუღიათ თანამშრომლებს და ამას აქვს თავისი მიზეზები.  რა დღიდანაც დამტკიცდება შტატები, მაშინვე მიიღებენ გაზრდილ ხელფასს.  ეს მისაღები თანხა უკვე ყველა სკოლის ანგარიშზეა ჩარიცხულია, უბრალოდ, არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი. მისი დამტკიცება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს. ვხვდები, რომ ძალიან გაიწელა ეს პროცესი, რის გამოც მეც მიჩნდება პროტესტის გრძნობა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს ასე უცებ მოგვარებადი პრობლემა არაა,“ - ამბობს რესურსცენტრის უფროსი. მისივე თქმით, ლადო აფხაზავა ნიგვზიანის სკოლაში საინფორმაციო მენეჯერად აიყვანეს, თუმცა შტატში არ ჩაუსვამთ:  „როგორც კი დამტკიცდება განრიგი და საინფორმაციო მენეჯერიც ჩაჯდება შტატში, ლადოს ყველა დღის შრომა აუნაზღუარდება“ –  გვითხრა ჩიტაძემ.

ლადო აფხაზავას ფაქტს განათლების სამინისტრო გამოეხმაურა.
სამინისტრო განმარტავს,  ფინანსური საკითხები უკლებლივ ყველა სკოლაში მოწესრიგებულია. რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასის მომატებას, როგორც ცნობილია, სამინისტროში სკოლების საშტატო განრიგზე შეთანხმება 2013 წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამინისტროს განმარტებით,  გამომდინარე იქიდან, რომ სკოლების მხრიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არაერთი ხარვეზი ფიქსირდება, საშტატო განრიგის საბოლოო შეთანხმება გარკვეული დროს მოითხოვს (ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლის საშტატო განრიგი უკვე შეთანხმებულია).

ახალი ამბები