კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პრემიებში დახარჯული თანხა ნახევარ მილიონს აღემატება

24 იანვარი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ   დეკემბრის   თვეში წინასახალწლოდ  თანამშრომლები ორჯერ წაახალისა. პირველ ჯერზე 10 დეკებერს   ხელფასის ნახევერის ოდენობის პრემიით, ხოლო მეორედ 23 დეკემბერს  სრული ხელფასის ოდენობის თანხით. სკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ დეკემბრის თვეში   327 540 ლარი შეადგინა. 

საჯარო მოსამსახურეებზე პრემიების გაცემიის განკარგულებას ხელს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აწერს. განკარგულება კი, თავის მხრივ, შეთანხმებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ პაპუნა კობერიძესთან. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის თვეში ორჯერ აიღეს პრემია. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ ყოველთვიურ თანამდებობრივ საროგოსთან ერთად, რომელიც 2650 ლარს შედგენს,  10 დეკემბერს 1325 ლარი, 23 დეკემბერს კი 2350 ლარი მიიღო პრემიის სახით,  ჯამში დეკემბის თვეში პაპუნა კობერიძის თანამდებობრვმა სარგომ პრემიის ჩათვლით    6325 ლარი შედგინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ პრემიის სახით 10 დეკემბერს 1325 ლარი მიიღო,  ხოლო 23 დეკემბერს 2650 ლარი. მისი ყოვეთვიური ხელფასი   2650 ლარია, დეკებრის თვეში დავით რაზმაძის შემოსავალმა   6625 ლარი შეადგინა. 

დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,მე და პაპუნა კობერიძეს მთელი წლის განმავლობაში პრემია არ გვქონდა აღებული და ორივე ვთვლიდით, რომ არ გქონდა ეს დამსახურება, მაგრამ როდესაც შევასრულეთ ბიუჯეტის ყველა მუხლი, ინფრასტრუქტურული პროექტები დამთავრდა და ახლი დაიწყო,  მაშინ მივეცით ჩვენს თავს უფლება აგვეღო პრემია. დეკემბრის თვეში ერთი სახალწლოდ, ხოლო მეორეჯერ საშობაოდ გაიცა პრემია. პირადად მე, არ ვარ მომხრე, რომ ყველა თანამშრომელი იღებდეს პრემიას. ეს არის ჯილდო რომელიც დამსახურების მიხედვით უნდა გაიცეს, მაგრამ რატომღაც ძველი ინერციით მივდივართ“

,,ადამინის უფლებათა ცენტრის“ მიერ პრემიების შესახებ  გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში  გვხდება ოპოზიციური ფარქციების თავმჯდომარეების გვარებიც.    

საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარე ზვიად ხმალაძემ, პრემიის სახით 10 დეკემბერს მიიღო 675 ლარი, 23 დეკემბერს 1350 ლარი, ამას დაემატა დეკემბრის ხელფასი 1350, რამაც ჯამში 3375 ლარი შედგინა. ზვიად ხმალაძეს წლის განმავლობაში ხუთჯერ აქვს აღებული პრემია, ორჯერ დეკებრის თვეში,  მესამედ მისი გვარი 30 აპრილს გაცემული პრემიების სიაში გვხვდება 600 ლარით. მეოთხედ პრემია 21 აგვიტოს მიიღო 675 ლარის ოდენობით.   ხოლო მეხუთედ   საკრებულოს თავმჯდომარემ,  19 ნოემბერს 675 ლარით წაახალისა  კოლეგა.

ზვიად ხმალაძე ფრაცია ,,ნაციონალების“ თავმჯდომარე:,,პრემია ჩვეულებრივი მოვლენაა, ცუდია თუ თქვენ არ გაძლევენ. ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროსაც იყო ამაზე საუბრები, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ამავედროს,  ,,ქრიტიან დემოკრატების" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილიც არ დარჩენილა პრემიის გარეშე: 10 დეკემბერი პრემია- 875 ლარი, 23 დეკემბერს - 1700 ლარი. დეკემბრის ხელფასი- 1700 ლარი. ზურაბ როსებაშვილის თანამდებობრივმა სარგომ პრემისთან ერთად დეკემბერში ჯამში - 4275 ლარი შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კიდევ 3-ჯერ მიიღო პრემია.  30 აპრილს-900 ლარი,   21 აგვიტოს  850 ლარი,  19   ნოემბერს კი    850 ლარი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი humanrights.ge-თან საუბარში, დეკემბრის თვეში პრემიის ორჯერ გაცემას მე-13 ხელფას უკავშირებს: ,,გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია, პრემიების გაცემა, რადგან ადრე თითქმის ყოველთვე ხდებოდა პრემიების გაცემა. მე პირადად გასულ წლებში უფრო მეტჯერ მაქვს პრემია აღებული, ვიდრე წელს. დეკებრის თვეში ორჯერ მოხდა გაცემა, პრემიის ერთხელ ხელფასის ნახევარი და მეორედ მე-13 ხელფასი“.

გასული წლის 17 მაისს მეხანძრეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამგეობაზე დაქვემდებარებულ სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს პრემიის სახით 100 ლარი დაემატათ ხელფასზე. ,,მეხანძრეებზე“ გაცემულმა პრემიამ ჯამში 6 500 ლარი შეადგინა.

ქალთა საერთაშორისო დღესთან 8 მარტთან დაკავშირებით, 6 მარტს მუნიციპალიტეტში დასქმებულ ქლბატონებს საჩუქარი პრემიის სახით გაუკეთეს, თითოეულ მათგან 125 ლარის ოდონობით. ჯამში პრემიამ 16 875 ლარი შეადგინა.

გოიორგობის დღესასწაულს დაუკავშირეს მორიგი პრემიის გაცემა. 21 ნოემბერს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა პრემიის სახით  ჯამში 96 605 ლარი მიიღეს.

,,გორის დღეებთან“  დაკავშირებით  სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის,  ღონიძიების ორგანიზებაში ჩართულმა თანამშრომლებმა, ჯამში პრემიის სახით 8 875  მიიღეს.
პირველ მაისს მუნიციპალიტეტის თანამშრომლების წახალისების ბრძანებაში კი, არც სადღესასწაულო თარიღია მითითებული და არც ის თუ რა დამსახურებისთვის გადაეცათ პრემია, რომლითვისსაც ბიუჯეტიდან 174 830 დაიხარჯა. 

21 აგვისტოს თანამშრომლების წახალისება ბიუჯეტს 91 911 ლარი დაუჯდა.

30 აპრილი საკრებულოს თანამშრომლებმა პრემიის სახით  23 360 ლარი მიიღეს, 21 აგვიტოს კი, 15 945 ლარი. 17 ოქტობერს 3185 ლარი,  ხოლო ოთხ მარტს 1875 ლარი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე 2013 წელის განმავლობაში ყოვეთვიურ ხელფასზე, დანამატმა პრემიის სახით  მთელი წლის განმავლობაში   784 151 ლარი შეადგინა. 

არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წლების განმავლობაში ითხოვენ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი პირებისგან, პრემიების გაცემის ბრძანებაში დასაბუთებული იყოს თუ რა დამსახურებისთვის ხდება კონკრეტული თანამშრომლების წახალისება, თუმცა ამაოდ. 

ქეთი ბებიაშვილი ,,საია“-ს გორის ოფისის თავმჯდომარე: ,,პრემია ზოგადად არის წახალისების ფორმა. ეს არის დისციპლინარული საკითხი, როდესაც   თანამშრომელი უნდა წაახალისო გაწეული კარგი სამსახურისთვის. რის საფუზველზე გაიცემა პრემია ყველა თანამშრომელზე, ან თანამშრომლების ნაწილზე არ არის დასაბუთებული. მხოლოდ სადღესასწაულო დღეები არ არის  პრემიის გაცემის გამართლება, რადგან კანონი სადღესასწაულო დღეებთან, ან მნიშვნელოვან თარიღებთან მიმართებაში პრემიის გაცემას არ ითვალიწინებს. კანონმდებლობა არც მეცამეტე ხელფასის გაცემას ითვალისწინებს. ჩვენ და სხვა ორგანიზაციები უკვე დიდი ხანი ვკითხულობთ სახელმწიფო უწყებებში რატომ ხდება ამ ფორმით და ამ ოდენობით პრემიების გაცემა. ეს დებულებაშია გასაწერი, რადგან კანონი პირდაპირ იძახის, რომ პრემია არის წახალისების ფორმა და  არა  ხელფასის დანამატი და ეს ასევე არის იგივე ხელფასი. პრემიის გაცემა დასაბუთებული უნდა იყოს, რაც ახლა არ ხდება ხოლმე.“

ახალი ამბები