კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალი პატიმრების გაცვლას ითხოვს

27 იანვარი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ცხინვალი პატიმრების გაცვლას “ყველა - ყველაზე!” პრინციპით დაჟინებით მოითხოვს. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” ცხინვალიდან გახდა ცნობილი, ოსური მხარე ქართული ციხეებიდან 12 პატიმრის გათავისუფლებას ელის.  სანაცვლოდ კი,   თბილისს ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების გათავსუფლებას ჰპირდება.   

პატიმრების გაცვლა  ქართულ-ოსური მოლაპარაკებების თითქმის ყველა ფორმატში ერთ-ერთი ყველაზე აქტულური საკითხია. თუმცა “ყველა-ყველაზე!” პრინციპით გაცვლა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერდება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამანეტში პატიმართა გაცვლას მისასალმებლად თვლიან. თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, პროცესს გარკვეული მიზეზი აფერხებს: “ყველა პატიმარი ჩვენთვის თანაბარია. ამიტომაც ზუსტ ციფრს, თუ რამდენი პატიმარია ცხინვალის ციხეში, ვერ გეტყვით. რაც შეეხება გაცვლის პროცესს, ამას ჩვენ მივესალმებით, მაგრამ რა ტიპის პატიმრებზეა საუბარი – ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. აქ საქმე გვაქვს იმ პირებთან, ვინც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს”. 

სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობამ კი, პატიმრების გაცვლას, პრინციპით - „ყველა ყველაზე“ ერგნეთის ბოლო შეხვედრისას, რომელიც ამ კვირაში გაიმართა, ისევ მტკიცედ  მოითხოვდა. გაცვლის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები  გასულ წელს გადაიდგა, როცა პტიმრობიდან ქართულმა მხარემ მარეკ დუდაევი, დე ფაქტო ხელისუფლებამ კი, თეიმურაზ ჯერაპოვი გაათავისუფლა.

“კავკასიური სახლის” დირექტორი გიორგი კანაშვილი, რომელიც ქართულ-ოსური სამოქალაქო დონის შეხვედრების ხშირი მონაწილეა, მიიჩნევს, რომ პატიმრების “ყველა – ყველაზე” პრინციპით გაცვლა  პოლიტიკური თემაა და ალბათ, საბოლოო ჯამში, ამას პოზიტიური გამოხმაურება ექნებოდა. მისი ინფორმაციით, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში პატიმრების ოჯახის წევრები ქართულ კონტროლირებად ნაწილში აქტიურად გადმოდიან და თავიანთ პატიმრებს ნახულობენ.

ეთნიკურად ოს პატიმრებს ხშირად ნახულობს ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, მათ ირგვლივ არსებობს მთელი რიგი შეკითხვები და საკითხები, რომლებიც გადასახედია: “მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ეთნიკურად ოსი პატიმრების გაცვლა იმ ქართველ პატიმრებში, რომლებიც დღეს ცხინვალის ციხეში სხვადასხვა ბრალდებით სასჯელს იხდიან. საუბარია 12 ქართველ პატიმარზე. მათი გათავისუფლებისთვის სახელმიწფომ უნდა გაატაროს ყველანაირი ზომები, რათა ეს ადამიანები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს”.

მისი განმარტებით, ეთნიკურად ოს პატიმრებში გულისხმობს არა მხოლოდ გორის ტერაქტის გამო დაპატიმრებულებს, არამედ სხვებსაც, რომელთა რაოდენობა, მისივე ინფორმაციით, მინიმუმ 7-ა, ცხინვალის საპატიმროში მყოფი ქართველი პატიმრების რაოდენობა კი, ომბუდსმენისვე ცნობით, 12.  

ცნობისათვის, 2005 წლის 1 თებერვალს გორის სამხარეო პოლიციასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე პირი კი დაიჭრა. მომხდარს მაშინვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ტერაქტი იყო რეაქცია სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ოსებს და აფხაზებს მაშინ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან შესთავაზა. 

გორის ტერაქტთან დაკავშირებით გია ვალიევი, გია ზასეევი და იოსებ კოჩიევი 2005 წლის 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცხინვალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. როგორც იმდროინდელი შსს იუწყებოდა: “ეს იყო კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებისთვის რუსეთის დაზვერვის ინსტრუქტორების კარნახით მოქმედებდნენ.” 

ახალი ამბები