კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიის გუბერნიის ადმინისტრაციაში მოხელეთა ატესტაცია ტარდება

27 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიის გუბერნიის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 28 და 29 იანვარს მოხელეთა ატესტაცია ტარდება. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ აცნობა, ამ ეტაპზე მოხდება მხოლოდ დასაქმებულთა ატესტაცია, რომელსაც შესაბამისი კომისია ჩაატარებს. ხოლო თუკი რომელიმე მოხელე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და გამოცხადდება ვაკანსია, შესაბამისად, ჩატარდება კონკურსი: „ამ ეტაპზე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჩავატაროთ დასაქმებულთა ატესტაცია, რომელსაც გასაუბრების სახე ექნება. თუკი რომელიმე მოხელე ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, გამოცხადდება ვაკანსია და კანონის შესაბამისად, ჩატარდება კონკურსი,“ განაცხადა გიორგი ჩხაიძემ humanrights.ge–სთან საუბარში.

მისივე თქმით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია და ის პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული: გიორგი ჩხაიძე, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი -კომისიის თავმჯდომარე; ივანე მენაბდე, სსიპ "ოზურგეთის იუსტიციის სახლის" მენეჯერი - თავმჯდომარის მოადგილე; ნინო გობრონიძე, სსიპ "ოზურგეთის იუსტიციის სახლის" ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი - თავმჯდომარის მოადგილე; მერაბ ჭანუყვაძე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე - საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრები არიან: თეიმურაზ ქინქლაძე, პროფესიული კავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან ჩხაიძე, დამოუკიდებელი სპეციალისტი, "პრივატ ბანკის" მენეჯერი, ნესტან ბილიხოძე, დამოუკიდებელი სპეციალისტი, როდერ მექავბიშვილი, დამოუკიდებელი სპეციალისტი, აუდიტი.

ჩვენს კითხვაზე, რა ნიშნით შეარჩია კომისიის წევრები, გუბერნატორმა გვიპასუხა, რომ შერჩევის პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება იყო. 

ახალი ამბები