კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანში საარჩევნო პროცესის კრიტიკის გამო უფლებადამცველს პატიმრობა მიუსაჯეს

28 იანვარი, 2014
 
ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის წერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, შეუერთდეს ჩვენს მოთხოვნას - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ანარ მამადლი, არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული კვლევების ცენტრის (EMDS) ხელმძღვანელი. 

ანარი აკვირდებოდა და დოკუმენტირებას ახდენდა 2013 წლის 9 ოქტომბრის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ უკანონობებსა და დარღვევებს. მალევე, 2013 წლის 16 დეკემბერს იგი დააკავეს გადასახადების თავიდან აცილების, არალეგალური ბიზნეს საქმიანობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრლადრებით. ანარ მამადლის საქმიანობის მიზანია არჩევნების მონიტორინგი, ინკლუზიური საარჩევნო კანონების ადვოკატირება, რითაც მისი ქვეყნის ყველა მოაქალაქეს უნდა შეეძლოს, რეალურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ქვეყნის ლიდერებს კი მისი საქმიანობა არ მოეწონათ.

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ქვეყნის მმართველისა და  მისი ოჯახის მიერ კარგად დადგმული შოუ იყო. დაირღვა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, მაგ. ყველა მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საჯარო საქმიანობის განხორციელებაში მათ მიერ თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით. პოტენციურად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტიც თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენელი უნდა იყოს.

2013 წლის იანვარში, ევროპის 47 წევრი ქვეყნის წარმომადგენლისაგან შემდგარმა ევროპის საპარლამენტო მისიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში „მანამდე ჩატარებული არცერთი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს.“ ამ მხრივ გამონაკლისი არც 2013 წლის არჩევნები აღმოჩნდა. ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისია არა მხოლოდ აღნიშნავდა, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, მისიამ დიპლომატიური სფეროსთვის უჩვეულო შეფასების ფორმაც კი გამოიყენა და აღნიშნა რომ „აზერბაიჯანის მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ.“

ევროსაბჭოს პარლამენტის წევრები ბაქოში არჩევნების დღის დასაკვირვებლად ჩავიდნენ (მისიაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს დელეგატს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თედო ჯაფარიძეს). მათი შეფასებით, არჩევნები იყო „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე.“ ასევე აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები გამორჩეული იყო „მნიშვნელოვანი ტექნიკური მომზადებით.“ ზოგიერთ მათგანს დიდხანს ემახსოვრება ე.წ. „AppGate” როგორც ტექნიკური მიღწევა; ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ სპეციალურად არჩევნებისათვის შექმნილი სმარტ ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა მილოცვა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის არჩევნებში გამარჯვებისა და მისი კიდევ ერთხელ პრეზიდენტად არჩევის შესახებ.

არჩევნების ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით კი „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიული კვლევების ცენტრის (EMDS)“  წარმომადგენლებმა, რომლის ხელმძღვანელიცაა ანარ მამადლი, ევროპული დელეგაციის წევრთა მსგავსი შეფასება მალევე დაგმეს.

EMDS არის საარჩევნო მონიტორინგის არაპარტიზანული ჯგუფი, რომელიც ცნობილია პროფესიონალიზმით და მათი დაკვირვების შედეგები ნდობას იმსახურებს.  EMDS არ მიეცა აზერბაიჯანში რეგისტრაციის უფლება; უფრო ადრე კი, ხელისუფლებამ რეგისტრაცია გაუუქმა არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევნების მონიტორინგის ცენტრს“, რომლის ხელმძღვანელიც ასევე ანარ მამადლი იყო. EMDS-ს დამკვირვებლებმა დარღვევები აღმოაჩინეს საარჩევნო უბნების 91%-ში. დაკვირვების შედეგები მომზადდა იმ ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე, რომლებსაც 769 დამოუკიდებელი და წინასწარ მომზადებული დამკვირვებელი აგზავნიდა ქვეყნის 125 საარჩევნო ოლქიდან. ეს წარმოადგენს საარჩევნო უბნების დაახლოებით 15 პროცენტს. დარღვევებში შედიოდა კარუსელები, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა, დამკვირვებლების შეურაცხყოფა და სხვა სახის დარღვევები. EMDS ზეწოლის ფაქტებზე არჩევნების შემდეგაც საუბრობდა; მისი ინფორმაციით, ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა იქცა ქვეყნის კონტროლისა და საჯარო გამოსვლების შეზღუდვის საერთო სისტემად; ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ წევრებს შეეზღუდათ მედიასთან ურთიერთობა, დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტები კი ზეწოლის, ძალადობისა და დასჯის ობიექტები გახდნენ. შეიზღუდა ოპოზიციის საქმიანობაც; ცნობილ საპრეზიდენტო კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ. გაერთიანებული ოპოზიციის პირველი კანდიდატი ილგარ მამადოვი 2013 წლის 4 თებერვალს დააკავეს ამბოხების ხელშეწყობის ბრალდებით. გაერთიანებული ოპოზიციის მეორე კანდიდატმა, 1994 წლის აკადემიური ჯილდოს პრიზიორმა ფილმისათვის „მზით დამწვარი“ რუსტამ იბრაგიმბეკოვმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე „რუსეთის ფედერაციის წინაღე აღებული  ვალდებულების“ გამო. 

სამარცხვინოა, როდესაც პოლიტიკოსები არჩევნებს აფასებენ როგორც „თავისუფალს, სამართლიანს და გამჭვირვალეს,“ რითაც აკნინებენ ევროპაში საარჩევნო სტანდარტებს. ამ თვეში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირველ შეხვედრას მართავს, სადაც დასჭირდება ნდობის აღდგენა არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით. ევროსაბჭო ვალდებულია, წევრ სახელმწიფოებს შეახსენოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალთან ანგარიშვალდებულება; სხვა შემთხვევაში კი, ასამბლეა შეიძლება გადაიქცეს ავტოკრატების „მეგობრების კლუბად“. პარლამენტის წევრები უფლებებისა და პრინციპების დაცვით უპირისპირდებოდნენ ევროპაში ყველაზე მძლავრ ხელისუფლებებს მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგე შეიარაღებული იყო თუ ოქროს ფლობდა. საპარლამენტო ასამბლეის სტრასბურგის შეხვედრის დროს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს ბ-ნი თედო ჯაფარიძე, შეუერთდეს ჩვენს მოთხოვნას - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ანარ მამადლი, ვინაიდან არჩევნების დაკვირვების დროს შეკრების თავისუფლება ევროპის ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი პრინციპია.

მიმართვას ხელს აწერს ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის წევრი ორგანიზაციები. ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი აერთიანებს 87 უფლებადაცვით ორგანიზაციას 16 ქვეყანაში - დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ აფრიკასა და დასავლეთ ევროპაში. ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი მიზნად ისახავს, დაიცვას, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს უფლებადაცვით ორგანიზაციებს ადგილობრივად და გააერთიანოს ისინი ადამიანის უფლებათა სახლის საერთაშორისო ქსელში.

ტექსტი ქართულად თარგმნა და ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნინო ტლაშაძე.

ახალი ამბები