კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის პროექტებზე 122 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

30 იანვარი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

შიდა ქართლის სამხარეო ადმინიატრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილს და რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო, რომლის განხორციელება  რეგიონში   2014 წლის განმავლობაში მოხდება. მინისტრმა შეხვედრაზე    საავტომობილო გზების მშენებლობა- რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემების გამართვისა და  ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში განსახორცილებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

დავით ნარმანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი : ,,ჯამში ჩვენ ვგეგმავთ შიდა ქართლის რეგიონისთვის 120 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას. მართალია  დიდი ნაწილი არის ავტომაგისტრალის მშენებლობა და კონკრეტულად შიდა ქართლზე მიმართული არ არის, მაგრამ სამუშაოები შიდა ქართლის ტერიტორიაზე იქნება. მეორეს მხრივ, საკამაოდ დიდი ნაწილი არის როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ასევე გზების დეპარტამენტის და სხვა პროექტები, რომლებიც უშაულოდ მუნიციპალიტეტებში შიგნით, როგორც საქალაქო დასახლებებში, ასევე ცალკეულ სოფლებში განხორციელდება. კონფლიტის ზონაში ინფარსტრუტურის სამინისტროს ეხება სოფლების წყალმომარაგება. კიდევ ხუთ სოფელში გაკეთდება ასევე ჭაბურღილი.   13 სოფელში გაკეთდება სოფლის ამბულატორია“.

ზურაბ რუსიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორი: ,,122 მილიონზეა საუბარი, რომელიც ინფრასტრუტურულ სამუშაოებზე დაიხარჯება და მე ვთვლი რომ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს ჩვენი რეგიონის განვითარებაში“.

ჯამში, შიდა ქართლში 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 122 მილიონ ლარს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად  დამატებით კიდევ 12 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, რომლითაც 19 პროექტს განახორციელებენ.

ახალი ამბები