კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

30 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე ქუთაისის საკრებულომ ყოფილი "ქრისტიან-დემოკრატი" და ამჟამად ფრაქცია "ჩვენი მომავლისთვის" თავმჯდომარე  დავით დვალი აირჩია.

მას საკრებულოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მათ შორის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთმა წევრმა - ამირან ხვადაგიანმა. დანარჩენმა "ნაციონალებმა" საკრებულოს სხდომა ერთხმად დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულმა კომისიამ საზოგადოების თვალში ინტერესი და ავტორიტეტი კარგა ხანია დაკარგა და ახლა, ალბათ, არც აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მისი თავმჯდომარე.

საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დავით დვალის წინააღმდეგ გამოვიდნენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებიც. 

თავად დავით დვალი კი, კომისიის შემადგენლობის გაზრდასა და მასში კომპეტენტური პირების გაწევრიანებაზე საუბრობს. კონკრეტულად ვინ იქნებიან გადახალისებული კომისიის ახალი წევრები, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას დავით დვალი უახლოეს დღეებში გააკეთებს.

ადგილობრივი თვითმმარველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის 23 იანვარს გადააყენეს. მას როგორც კომისიის, ისე ქუთაისის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მიკერძოებულობასა და არაკომპეტენტურობაში არაერთხელ დასდეს ბრალი.

ახალი ამბები