27 იანვარს, 16:00 საათზე, სასჯელაღსრულების №5 ქალთა დაწესებულებაში, მსჯავრდებულ ფატი კიპაროიძის ლექსებით შექმნილი პოეზიის სპეკტაკლის „გისოსებს მიღმა დაწერილი სტრიქონების“ პრეზენტაცია გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის, შეწყალების კომისია, კულტურის სამინისტრო, ფონდი „იავნანა“ და სხვადასხვა მედიასაშუალებები.