კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

 
14 იანვარს, 12:30 სთზე ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერნციო დარბაზში გიწვევთ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 

NED-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ადამიანის უფლებათა ცენტრმა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგი განახორციელა. 

ანგარიშში თავმოყრილია ისეთი გახმაურებული საქმეების სასამართლო მოსმენების მონიტორინგის შედეგები, როგორიცაა: ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, თენგიზ გუნავას, ნიკა გვარამიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები. 

მონიტორინგის მიზანი იყო, ხელი შეეწყო სასამართლოს გამჭვირვალობისთვის და ასევე, დაკვირვებოდა, რამდენად იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი სასამართლო ხელისუფლების მიერ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში ორენოვანია. პრეზენტაციაზე გავრცელდება ანგარიშის ბეჭდური ვერსია. 

მის: მელიტონ ქანთარიას 11 ა.

საკონტაქტო პირი: ნინო ცაგარეიშვილი 593 53 29 19