29 იანვარს, 12:30 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრების ვახტანგ მაისაიასა და ზაზა აზარიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით. მაისაიას და აზარიაშვილს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში.