კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქცია მეჯვრისხევის რწმუნებულის მხარდასაჭერად

6 თებერვალი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობამ  ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებულის ტარიელ გურგენიძის მხარდასაჭერი აქცია, შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციული შენობის წინ გამართა. აქციის მონაწილეები ტარიელ გურგენიძის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაუქმებას და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ. მეჯვრისხეველების განცხადებით, თუ  გასაჩივრებული საპროცესო შეთანხმების დროული გამოძიება არ მოხდა, ტარიელ გურგენიძეს  თვითმმართველბის არჩევნებში  მონაწილეობის  უფლება  არ ექნება.

,,ჩვენი მოთხოვნაა თავის ადგილზე დააბრუნონ,  ჩვენი გამგებელი  ტარიელ გურგენიძე. მთელი სოფელი ვართ ჩამოსულები, რომ მეჯვრისხეველი კაცი აღადგინონ თანამდებობაზე,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამაზ ბერიანიძე.

აქციის მონაწილეების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს  გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე შეხვდა. მათ გამგებელს სოფლის რწმუნებულის აღდგენის მოთხოვნით შეგროვებული 900 ხელმოწერა გადასცეს. პაპუნა კობერიძე განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა მის კოპეტენციას სცილდება.
 
პაპუნა კობერიძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ,,ჯერჯერობით პროკურატურაში კვლავ მიმდინარეობს პროცესი. მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ დაჩქარდეს გამოძიება. მე მოსახლეობასაც ვუთხარი, რომ არანაირი უფლება და არც ბერკეტი არა მაქვს, რომ ჩავერიო გამოძიების საქმეში. თუმცა დავპირდი მათ, რომ სადაც ხელი მიმიწვდება,  კომუნიკაციის დონეზე მოვიკითხო  რა ხდება და როდის შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს“.

ტარიელ გურგენიძე მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად 2012 წლის ბოლოს დაინიშნა.  2013 წლის 12 ივნისს  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე დააკავეს. გამოძიება გურგენიძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.  გურგენიძემ საბოლოოდ, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და   გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გაასაჩივრა.  

ახალი ამბები