კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშების ნაწილი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფას ითხოვს

6 თებერვალი, 2014
 
ნინო გვარიძიშვილი, კახეთი

თუში მოსახლეობის ნაწილი ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მუშაობით უკმაყოფილოა და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბებას ითხოვს.  თუშების უკმაყოფილო ნაწილის განცხადებით, რომელთა წარმომადგენელი აღნიშნულ საქმეში გახლავთ ასოციაცია „თუში მეცხვარის’’ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი, სახეზეა თუში ხალხის ინტერესის აშკარა უგულებელყოფა. ისინი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფას და ცალკე ერთეუად ჩამოყალიბებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

„არ შესრულდა არცერთი დაპირება, არც ის პროექტი განხორციელებულა, რომელიც დაიგეგმა თუშეთში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, საერთოდ დაივიწყეს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 სექტემბრის N978 განკარგულება, რომლის საფუძველზე საქართველოს მთავრობას გეგმის მიხედვით უნდა გაენაწილებინა დაცული ტერიტორიების შექმნისათვის გამოყოფილი გრანტი - 3,2 ამერიკული დოლარის ოდენობით. აგრეთვე ჩაიშალა გარემოს გლობალურ ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული  პროექტი, რომელიც თუშეთის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად“ - ამბობს მურთაზაშვილი. 

თუში მეცხვარეების შემოსავალი სეზონურია და პირდაპირ კავშირშია მატყლის, ბატკნის, ცხვრის ფასთან.  ზურაბ მურთაზაშვილის განცხადებით, პროტესტის ერთ-ერთ მიზეზი, არაპროპორციულად გაზრდილი საიჯარო ქირაა:  „2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, 1 ჰექტარ საძოვარზე საიჯარო  ქირა 25 ლარით, ხოლო ქონების გადასახადი 10  ლარით განისაზღვრა, რაც არსებული შემოსავლის პირობებში, ნიშნავს საქმიანობის საბოლოოდ მიტოვებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ყოფითი პრობლემების მოუგვარებლობაა, რადგან თითქმის საერთოდ არ არსებობს შიდა გზები, მოწესრიგებული ელექტრი გავყანილობა, მილსადენები, წყალი, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი“.  

ასოციაცია ,,თუში მეცხავრის’’ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ არათუ ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხიდან, არამედ საკუთარი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტიდანაც არ ხდება თანხების გამოყოფა და პრობლემების მოგვარება.

წაყენებულ პრეტენზიებს არ ეთანხმებიან ახმეტის მუნიციპალიტეტში. არსებულ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით  მივმართეთ ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს  ბექა ბაიდაურს: ,,პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ეს მოთხოვნა არ მოდის თუში მოსახლეობისგან, ცალკე თვითმმართველ ერთეულად გამოყოფას ითხოვს სულ რაღაც რამდენიმე კაცი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია მათი მოთხოვნები, რადგან წამოყენებული ბრალდებები  უსაფუძვლოა.  გასულ წელს მხოლოდ თუშეთში პრობლემების მოგვარებისთვის გაწეულმა ხარჯმა მილიონი ლარი შეადგინა. თანხის ის რაოდენობა რაც თუშეთს ხმარდება, არცერთი სხვა ტეროტორიული ერთეულსთვის არ გამოიყოფა. მუნიციპალიტეტში კარგად გვაქვს გაცნობიერებული საქართველოს ამ კუთხის გადარჩენის და ზრუნვის აუცილებლობის საკითხი’’.

ასოციაციამ ,,თუში მეცხვარე’’ და მისმა წარმომადგენელმა ზურაბ მურთაზაშვილმა უკვე მიმართეს შესაბამისი წერილით მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა სახელმწიფო უწყებებს. ახმეტის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია ქინქლაძემ განაცხადა, რომ მათ არ უნახავთ ზემოაღნიშნული წერილი და არც ის იციან, რამდენი ადამიანი აწერს ხელს მოთხოვნას. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს ახალი თვითმმართველი ერთეულის შექმნის წესს. კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულის საკრებულოსთან  ან მოსახლეობასთან კონსულტაციის, ან თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს  წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით: ,,ჩემი შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად განმცხადებლებს წერილი ჯერ თვითმმართველ ერთეულში წარმოედგენით’’,- აღნიშნა ნათია ქინქლაძემ. 

ჩვენ აგრეთვე ვესაუბრეთ ასოციაცია ,,თუში მეცხვარის’’ ერთ-ერთ წევრს, სოსო ბაბულაიძეს და ვკითხეთ, ზუსტად რამდენი ადამიანის მოთხოვს ცალკე თვითმმართველი ერთეულის შექმნა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, როდესაც ევჭქვეშ აყენებს განმცხადებელთა რაოდენობის საკითხს და არასეროზულად უდგება წამოყენებულ მოთხოვნას. წერილი შეადგინა და შესაბამის ორგანოებს გადასცა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც 10 კაცისაგან შედგება: ,,ამ ეტაპზე არ იყო საჭირო მოსახლეობაში ხელ მოწერების შეგროვება, რადგან მოთხოვნა პარლამენტში პროექტის სახით არ გავიგზავნია, ეს არის მხოლოდ ღია წერილი, რომელიც ბატონმა ზურაბმა შეადგინა’’- აღნიშნავს ბაბულაიძე და ამატებს, რომ როდესაც აღნიშნულ მოთხოვნას მიექცევა სათანადო ყურადღება და დაიწყებენ ახმეტის მუნიციპალიტეტისაგან გამოყოფის საკითხის კანონმდებობით დადგენილი წესით განხილვას, მოსახლებოს 90 % მეტი დაუჭერს მხარს მათ პოზიციას: ,,ეს არ არის მხოლოდ 10 კაცის სურვილი, ეს არის თუში მოსახლების გამოხატული ნება, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს“. 

საინტერესოა, რას ფიქრობენ თუშეთის ცალკე თვითმმართველ ერთეულად შექმნის საკითხზე საგარეჯოში მცხოვრები თუშები. თამაზ მაჭარაულის თქმით, მისთვის გადამწყვეტი არ არის ცალკე ერთეული იქნება თუ არა თუშეთი, რადგან ეს იმ პრობლემას, რაც რეალურად არსებობს  ვერ მოაგვარებს. ყველაზე მტკივნეული საქართველოს მაღალმთიანი ტერიტორიის დაცარიელება და მიტოვებაა. საქართველოს მთავრობა უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოიეკიდოს მათ მოთხოვნებსა და პრობლემებს, შეუმციროს გადასახადები და ხელოვნურად აღარ დაუმძიმოს ისედაც გაუსაძლისად ქცეული პირობები. 

ახალი ამბები