კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერები წყალტუბოში

7 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები წყალტუბოს მცხოვრებლებს შეხვდნენ და ის ადგილები მოინახულეს, სადაც მათი მმართთველობის დროს სხვადასხვა პროექტს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ამჟამად შუა გზაშია მიტოვებული.

"აქ უნდა აშენებულიყო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, კეთილმოწყობილიყო სკვერები და ბაღები. წყალტუბოს უნდა დაბრუნებოდა ძველი დიდება და ყველაფერი გაკეთებულიყო იმისთვის, რომ აქ მცხოვრებლებს თავი მიტოვებულად არ ეგრძნოთ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზეც, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და მეტი ტურისტი", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ.

იგი არსებულ ვითარებაში, იმაში, რომ წყალყუბოში ყველა ტიპის მშენებლობა და რეკონსტრუქცია გაჩერებულია, ხელისუფლებას ადანაშაულებს და პასუხისმგებლობასაც მას აკისრებს: "ქართული ოცნების" ყველა დაპირება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა და შესაბამისად, ხალხის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობაც გაუმჯობესდებოდა, დაპირებად და აუხდენელ ოცნებად დარჩა. წყალტუბოში შექმნილი ვითარება ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა ვაშაძემ.

მასთან ერთად წყალტუბოს მოსახლეობას პარლამენტარი გიორგი თევდორაძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც შეხვდნენ.

ახალი ამბები