კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ევროსასამართლოში საჩივარი შეიტანა

7 თებერვალი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყოფილი პოლიტპატიმრის, იოსებ ჯანდიერის საქმეზე საქართველოსა და შვეიცარიის წინააღმდეგ. 
 
იოსებ ჯანდიერის მიმართ საქართველოსა და შვეიცარიის სახელმწიფოების მიერ ხელყოფილ იქნა ევროკონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გარანტირებული უფლებები: წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი), თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვა (კონვენციის მე-14 მუხლი), უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიები (მე-7 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი) და დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა (მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი). 

2007 წლის 4 ნოემბერს,  საქართველოში პარლამენტის შენობის წინ, იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგი  ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციაზე იოსებ ჯანდიერმა  გამოხატა პროტესტი მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის მიმართ. კერძოდ - პროტესტის ნიშნად გაანადგურა ნაციონალური მოძრაობის  წევრობის დამადასტურებელი საბუთი (მანდატი), დატოვა ნაციონალური მოძრაობის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა და  მმართველი პარტია.  ამ ფაქტს დემონსტრანტები ოვაციით შეეგებნენ. 

ამ პერიოდიდან დაიწყო ყოფილი მმართველი გუნდის მხრიდან იოსებ ჯანდიერის პოლიტიკური დევნა და პატიმრობა. ჯანდიერს საქართველოს ციხეში წელიწადნახევრის მანძილზე აწამებდნენ და დევნიდნენ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. 

ჯანდიერის საქმეზე საუბარია სახალხო დამცველის 2008 წლის  ანგარიშში. ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ საქართველოში ჯანდიერების ოჯახი სერიოზულ შევიწროებას განიცდიდა. მაშინდელი მმართველი პარტიის წევრები  ჯანდიერს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. 

შექმნილი გაუსაძლისი ვითარებისგან გამომდინარე, ჯანდიერი პოლიტიკურ თავშესაფარს შვეიცარიისგან ითხოვდა. 2010 წელს იგი   შვეიცარიაში გაემგზავრა და როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლმა, სახელმწიფოსგან  პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდიერის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა, შვეიცარიამ არ გაითვალისწინა აღნიშნული საშიშროება და  საქართველოში მისი დეპორტი სერიოზული კანონდარღვევებით განახორციელა. შვეიცარიაში ყოფნის დროს, იოსებ ჯანდიერის მიმართ ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან არაერთგზის განხორციელდა ღირსების შემლახავი მოპყრობა. ხოლო 2013 წლის 4 ივნისს, ღამის 5 საათზე,  შვეიცარიაში იოსებ ჯანდიერთან საკანში შეცვივდნენ ადამიანები, იგი მიწაზე დააგდეს, ხელები გაუკოჭეს, დააბეს და ასეთ მდგომარეობაში, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მოახდინეს მისი დეპორტაცია საქართველოში. 

23 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეტანილი საჩივარში ადამიანის უფლებათა ცენტრი მიუთითებს, რომ იოსებ ჯანდიერი დღესაც განიცდის მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გამოწვეულ ტრავმას.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით ყოფილი პოლიტპატიმარი შეძლებს სამართლიანობის აღდგენას. 

ახალი ამბები