კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დასასრულისკენ მიდის

10 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება.  7 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დარბაზი 5 საათის განმავლობაში ისმენდა დასკვნითი სიტყვას, რომელიც ბრალდების მხარემ  წარმოთქვა. პროკურატურა თვლის, რომ დასკვნით სიტყვაში ნათლად იყო წარმოდგენილი ყველა ის არგუმენტი, რომელიც ე. წ. დასაქმების საქმეზე როგორც ყოფილ ჯანდაცვის მინისტრის, ისე ყოფილი პრემიერის ბრალეულობას ადასტურებს.  

ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. იგი აცხადებს, რომ ამ დასკვნითი სიტყვით  პროკურატურის უსუსურობა კიდევ  ერთხელ დადასტურდა: "დასკვნით სიტყვაში არ იყო არანაირი ანალიზი. 5 საათის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ამ სიტყვას, რომლის პრეცენდენტი სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს. პროკურორი კითხულობდა იმას, თუ რა განაცხადა ერთმა მოწმემ, მეორემ და ა. შ. ის, თუ რას ედავებიან ამ ადამიანებს, ჩვენ აქ არ მოგვისმენია", - განაცხადა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ. იგი პროკურატურას პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.

12 თებერვალს დასკვნით სიტყვას უკვე დაცვის მხარე წარმოთქვამს, რასაც სასამართლო განაჩენი მოჰყვება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს უნდა გამოიტანოს.

ახალი ამბები