კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონზე მუშაობა დაიწყო

ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონზე მუშაობა დაიწყო

 
13 თებერვალს, ხუთშაბათს, 10:30 წუთზე ქორთიარდ მარიოტში (მის. თავისუფლების მოედანი 4 ) იუსტიციის სამინისტროს და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით გაიმართება მრგვალი მაგიდა ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის შესახებ. 

შეხვედრაზე ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი იქნება ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონპროექტის კონცეფცია და სამუშაო გეგმა.
  
შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის არსებობა, რა გამოწვევები აქვს ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოში და რატომ არის აუცილებელი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტი. 

შეხვედრაზე ექსპერტები ასევე ისაუბრებენ არსებული კანონის ხარვეზებზე.  
ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღება მიზნად ისახავს საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანებას, რაც ხელისუფლების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და ხაზს გაუსვამს მთავრობის ღიაობისა და საჯარო მმართველობის პოლიტიკას.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და ქეთევან ხუციშვილი, OSGF/ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სფეროს ექსპერტები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. 

###
საკონტაქტო პირი პრესისთვის:
გვანცა კიკალიშვილი, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო', ტელ: 599 799 646, ელ.ფოსტა: gvantsa@osgf.ge