კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთის მერობის პოსტზე ხუთი ადამიანი სახელდება

13 თებერვალი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

ქალაქ  ოზურგეთში უკვე სახელდება ქალაქის მერობის კანდიდატები. ესენი არიან: კვარტეტ "ალილოს" წევრი, ოზურგეთელი ბექა ჩხაიძე; შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე სურგულაძე; გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის სერვისცენტრის ყოფილი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე; პარტია "დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის ორგანიზაციის წევრი კახაბერ კეჭაყმაძე და რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერი ტიფო მიქატაძე.

ვანო ტაბატაძემ აღნიშნულის კომენტარისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ კენჭს მაინც იყრის, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ კანდიდატად.

ალექსანდრე სურგულაძესაც ამ ეტაპისათვის გადაწყვეტილი არაფერი აქვს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სურგულაძე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის მეგობარია, მაგრამ როგორც სურგულაძე ამბობს, მიუხედავად ამისა, მათ შორის ქალაქის მერობა განხივლის თემა არ ყოფილა.

"ალილოს" მომღერალი ბექა ჩხაიძე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ქალაქ ოზურგეთის მერობა მას მეგობრება სთხოვეს:  "მე მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა, შინაურებმა, თუ ვჭირდები ჩემს საყვარელ ქალაქს, შემიძლია, რომ დავუდგე გვერდში და სათავეში. ყველაფერს ისე ავაღორძინებ, როგორც ხალხს გაუხარდება. ბრძოლას არავის ვუწყებ, არასოდეს არაფერი წამიგია და მზად ვარ ამისთვის. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. ხალხის საკეთილდღეოდ და ქალაქისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – ამბობს  ჩხაიძე.

რესპუბლიკელი ტიფო მიქატაძე აღნიშნავს, რომ ქალაქის მერობის პოსტზე კანდიდატის წარდგენა კოალიციის გადასაწყვეტია. 

ახალი ამბები