კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იპოთეკით დაზარალებულების კარავი ბათუმის ცენტრში

13 თებერვალი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

რამდენიმე დღეა ბათუმში, ერას მოედანზე კარავი დგას. მასზე პლაკატია გაკრული _ „ბატონო ბიძინა, გჭირდებოდათ ხმები, მიიღეთ, თქვენი ერთი ხმა გვიხსნის უბედურებისაგან“. კარავში ყოველდღიურად 3-დან 6 საათამდე იპოთეკური სესხის მქონე მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებისათვის საჭირო ხელმოწერებს აგროვებენ. 

ლილი მორჩაძე, იპოთეკით დაზარალებული მოქალაქე: „წელიწადზე მეტია ერთი და იგივეს ვითხოვთ მთავრობისგან. შეპირებისამებრ, ვთხოვთ რომ მოგვცენ დაბალპროცენტრიანი და გრძელვადიანი სესხები. ჩვენ ხომ საჩუქრად არ ვითხოვთ, გარანტად ჩვენს სახლებს ვდებთ“.

რაც შეეხება პლაკატის ადრესატს, ბიძინა ივანიშვილს, იპოთეკით დაზარალებულები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არ არის, მაინც ის ღებულობს გადაწყვეტილებებს.

ამ პერიოდისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ იპოთეკური სესხით დაზარალებულ ბათუმელებს დახმარებაზე უარი უთხრა: „61 იპოთეკარი ვართ ბათუმში, 94 არის ქობულეთში. ხელისუფლება მათ ეხმარება, ჩვენ - არა. თუკი ისინი დაზარალდნენ 2008 წლის ომით, ჩვენ არ დავზარალდით?“-  კითხულობს მორჩაძე.

იპოთეკართა კარავი, ერას მოედანზე კიდევ ერთი თვე იქნება ჩადგმული. 

ახალი ამბები