კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მისია

მისია

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, ყოფილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში. 


ხედვა 

ადამიანის უფლებათა ცენტრს სჯერა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისუფლად და დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლოს  ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ უზრუნველყოფილი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით. ჩვენ ვთვლით, რომ ამ უფლებებისა და კანონის უზენაესობის რეალიზაცია და დაცვა წარმოადგენს საქართველოში  მშვიდობისა და დემოკრატიის შენების წინაპირობას. 
  
მიზნები  


ადამიანის უფლებათა ცენტრის მიზანია გაიზარდოს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ხოლო ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს და ძალთა გადანაწილებას დისკრიმინაციის ყველა დონეზე აღმოსაფხვრელად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრიორიტეტული სფეროებია: 

კანონის უზენაესობის გაძლიერება 

•    საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა და მათი განხორციელების მონიტორინგი; 
•    საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებისა და მათი რეალიზაციისათივს ხელმისაწვდომი იურიდიული მექანიზმების შესახებ; 
•    უფასო იურიდიული დახმარება კერძო პირებისა და ჯგუფებისათვის, რათა დაცული იყოს მათი უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე; 
•    ადამიანის უფლებების დარღვევების მონიტორინგი, დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება. 

გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვა 

•    დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობით; 
•    გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაბამისი გარემოს შექნის ხელშეწყობით; 
•    ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზაციული განვითარებით; 
•    ახალი მედიის ხელშეწყობითა და პოპულარიზაციით. 

თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა 

•    დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლით; 
•    უმცირესობების უფლებების დაცვით; 
•    გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობით. 

გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ხელშეწყობა 

•    შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებითა და ანგარიშების მომზადებით; 
•    ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით; 
•    რესტიტუციის, რეპარაციის ადვოკატირებით; 
•    ნდობის აღდგენა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენით; 

დემოკრატიული პროცესების გაძლიერება 

•    სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება ორგანიზაციული განვითარებისა და ქსელური საქმიანობების საშუალებებით; 
•    სოციალური ჯგუფების სამოქალაქო საქმიანობებში ჩართვის ხელშეწყობით; 
•    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, კარგი მმართველობისა და გამჭირვალობის ხელშეწყობით. 

საქმიანობები 

•    საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
•    საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვისანგარიშების რეგულარულად მიწოდება; 
•    საკანონმდებლო და პოლიციის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან; 
•    ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით. 
•    საქართველოში  ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემის www.humanrights.ge-სა და ვიდეოპორტალის www.hridc.tv-ის საშუალებით. 
•    ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ქსელური საქმიანობის საშუალებით. 

ახალი ინიციატივები 

•    უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელი; 
•    ადამიანის უფლებათა სახლი - თბილისი; 
•    კამპანია „ბოდიში“; 
•    შავი ზღვის რეგიონის სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივა (BSPPi); 
•    მსხვერპლთა აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკოსთა ქსელი. 

უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელი 

უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში და საერთაშორისო დონეზე. 

ქსელი იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს დევნის ობიექტად ქცეულ ან საშიშროების ქვეშ მყოფ უფლებადამცველებს. ქსელი ახორციელებს სამხრეთკავკასიის ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის მონიტორინგს, რათა დაადგინოს თუ როგორ ახდენს ეს გარემო გავლენას  უფლებადამცველებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე; ასევე ლობირებას უწევს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე ამ გარემოს გაუმჯობესებას. 


კამპანია „ბოდიში“: ბოდიში ტყვიების ნაცვლად! 

კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში. 

ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება. 
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები,  რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. 
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით. 
შექმენი მომვალი დღეს! www.apsni.org 

ადამიანის უფლებათა სახლი 

2009 წლის ოქტომბერში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი  გაწევრიანდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელში, აღნიშნული ქსელის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

მსგავსი გლობალური ქსელის წევრობა საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირებასა და ლობირებას უფრო მეტ გავლენას მიანიჭებს; ასევე მოხდება სხვა ქვეყნის წევრი არასამთავრობოების  ცოდნის, უნარისა და გამოცდილების გაზიარება. 

თბილისის სახლი თავის წვლილს შეიტანს საქართველოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის  გაზრდაში,  ადამიანის უფლებადამცველების საქმიანობის ხელშეწყობაში; ის იქნება საქართველოსა და რეგიონში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების მოკავშირე და ხელშემწყობი. 

www.humanrightshouse.org/georgia 

შავი ზღვის სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივა 

შავი ზღვის სამშვიდობო პლატფორმის შექმნის ინიციატივა პირველად გაჩნდა 2008 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართა. მას შემდეგ მის განვითარებას ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროფესიულად მუშაობენ სამშვიდობო, კონფლიქტების მოგვარებისა და ძალადობის აღკვეთის საკითხებზე შავი ზღვის რეგიონში. 

შავი ზღვის სამშვიდობო პლატფორმის მიზანია: 

უზრუნველყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, დემოკრატიულად და რეგიონალურად მართული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა უკეთესი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის, რათა გაძლიერდეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ძალადობის აღკვეთისა და სამშვიდობო საქმიანობების ეფექტური მექანიზმები როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე. 

მსხვერპლის აღმწერთა საერთაშორისო პრაქტიკოსების ქსელი 

2009 წელს, ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფთან ერთად ოცმა დამფუძნებელმა წევრმა დაიწყო მსხვერპლის აღმწერთა საერთაშორისო ქსელის შექმნა. მსოფლიოში არსებობს მრავალი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ ზონებში მუშაობენ კონფლიქტის ზონაში მსხვერპლის მონაცემების მოგროვებაზე, ჩაწერასა და მაქსიმალურად დამახსოვრებაში. თუმცა, წინასწარი მდგომარეობით თითოეული ორგანიზაცია მოქმედებს ცალკე, გადაწყვეტილებებს იღებს მათი კონკრეტული შემთხვევებისათვის, იმის გაუაზრებლად, რომ მსგავს სამუშაოს ვინმე სხვაც ასრულებს. 

აშკარად გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ მსგავს ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ ქსელი და ემუშავათ საერთო პრობლემებსა და მისწრაფებებზე. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელია.