12:31, Wednesday, 12.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

იძებნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია

17.02.2014

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტი გასული წლის ნოემბერში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ეძებს.  შპს ,,ჯიპიჯიმ“  მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და   გაიმარჯვა.  სატენდერო პირობებების მიხედვით,  კომპანიას გორში არსებული მიწისქვეშა გადასვლელები უნდა მოეწესრიგებინა.  

ტენდერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც სატენდერო ხელშეკრულებების პირობების შესრულებას მოითხოვს,  შპს  ,,ჯიპიჯი“ პასუხობს, რომ სამუშაოების დრო ხელშეკრულების მიხედვით აქვთ და ვადაში შესარულებენ. ამის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთ წერილს აგზავნის, რომელიც უკან უბრუნდებათ რადგან აღნიშნული კომპანია მითითებულ მისამართზე აღარ ფიქსირდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი ვერც კომპანიის წარმომადგენლებს ვეღარ უკავშირდება.  გორის მუნიციპალიტეტი ზარალის ანაზრაურებას  სადაზღვეო კომპანია ,,უნისონისგან“ ითხოვს,  რომელიც შპს ,,ჯიპიჯის“ გარანტორი იყო. მუნიციპალიტეტმა ,,ჯიპიჯის“ სამუშაოების შესრულებამდე ავანსის სახით სატაენდერო თანხის 50%,   14 435 ლარი გადაცსა. სატენდერო პირობები ითვალიწინებდა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაზიანებული ფილების გამოცვლას, შიდა ინტერიერის შეღებვა-შელესვას, სველი წერტილების მოწყობსა და განათებების დამონტაჟებას.

humanrights.ge -ს კითხავაზე, მოხდა თუ არა ტენდერში გამარჯვებამდე კოპანიის საქმიანობის შესაწავლა და მისი სანდოობის დადგენა, მუნიციპალიტეტის იურისტი რევაზ გოგიაშვილი გვპასუხობს, რომ ,,ჯიპიჯი“ სატენდერო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. ამასთანვე სადაზღვეო კომპანია იყო გარანტორი და ეჭვი არ შეპარვიათ სანდოობასთან დაკავშირებით.

რევაზ გოგიაშვილი, მუნიციპალიტეტის იურიტი: ,,ტენდერი გამოცხადდა ორჯერ მაგრამ არც ერთი კომპანია არ დაინტერესდა, მესამე ჯერზე მუნიციპალიტეტმა ავანსი გაითვალისწინა სატენდერო ღირებულების 50%, რათა დაინტერესაბა ყოფილიყო კომპანიების მხრიდან. ტენდერში მიიღო მონაწილება და გაიმარჯვა შპს ,,ჯიპიჯიმ“, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული   და მსგავსი სამუშაოები შესრულებული ჰქონდა.  ავანსი მიიღო მაგრამ სამუშაოები არ შეგვისრულა“.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სადაზღვეო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მათ მიერ გარანტორ შპს ,,ჯიპიჯის“-გან მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვეო კომპანია უარს იტყვის ზარალის ანაზღაურებაზე, გორის მუნიციპალიტეტი სასამართლოს მიმართავს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნინო სeხნიაშვილი
2014-02-18 19:41
ტeნდeრი გამოცხადდა და მაგრამ არჩანდა რeალურად და ფული მოიხსნა ჩვeულeბრივი მაფიოზური სვლაა აქ არაფeრი ფოკუსი არ არის კარგად იციან ვინც მოხსნა მაგრამ არ იციან
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC