კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისი კვლავ მერის გარეშეა

17 თებერვალი, 2014
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისი კვლავ "პირველის" გარეშე დარჩა. 12 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბრძანება N152-ის საფუძველზე, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

"შოთა მურღლია დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად არ ასრულებდა, არ თანამშრომლობდა საკრებულოსთან, ჰყავდა ფავორიტი დეპუტატები და მხოლოდ მათთან ურთიერთობდა. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო კონკურსთან დაკავშირებითაც ჰქონდა გაურკვეველი დამოკიდებულებები. აფერხებდა პროცესს. კერძოდ, მერიის სხვადასხვა სამსახურებს დღემდე არ ჰყავს ხელმძღვანელები, რაც უარყოფითად  აისახება ქალაქის ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი სწორედ შოთა მუღულიას საქმისადმი არასწორი დამოკიდებულებითა და მოქმედებითაა განპირობებული", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.

მურღულიას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა, მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილის პოზიცია ეკავა და ქუთაისში სწორედ ქალაქის ინფრასტრუქტურული მიმართულებით განვითარებისთვის ჩამოიყვანეს.

"მზად ვარ ვიმუშაო ქუთაისის კეთილდღეობისთვის. ქუთაისის მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის, მაშინაც, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდით და ვიქნები ახლაც, როცა ვარ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი" - ამ სიტყვებით შეხვდა მედიის წარმომადგენლებს დედაქალაქიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული შოთა მურღულია.  

მან მალევე ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. შეცვალა მოადგილეები, სამსახურების უფროსების ნაწილი (ნაწილი კი, დღემდე ვაკანტურია). შოთა მურღულიას  გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის შედეგები ბათილად გამოცხადდა. რასაც წინ სდევდა მისი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ  კომისია არასაკმარისად კვალიფიცური კადრით იყო დაკომპლექტებული და მისი გამსხვილება სხვადასხვა დარგის ექსპერტების ხარჯზე, დაუყოვნებლივ  უნდა მომხდარიყო.

მაშინ მურღულიას გადაწყვეტილებას დაეთანხმა სამოქალაქო სექტორის ნაწილი, რომელიც დღეს მის გათავისუფლებას აპროტესტებს. ისევე როგორც, ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ახალი თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები. ისინი პროტესტის ნიშნად მერიის წინ აქციების გამართვას გეგმავენ. ასევე, აპირებენ აჭედონ საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახის კარები და მას იქ  შესვლის საშუალება არ მისცენ.  

საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას და 12 თებერვლის ბრძანება N152-ს  უკანონოდ მიიჩნევს თავად შოთა მურღულია. იგი სამართლიანობისთვის ბრძოლას სასამართლოს გზით არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს ის საკითხია, რომელიც საკრებულოს ფარგლებშიც მოგვარდება და ეს უახლოეს დღეებში მოხდება. 

ახალი ამბები