20:11, Saturday, 08.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები კაზრეთის საბადოს მუშათა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

24.02.2014

 
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს.

გაფიცვის მიზეზად კომპანია RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებას, ფაქტობრივად გამოუსადეგარი სადაზღვევო პაკეტს და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განცხადებით, საწარმოში შექმნილი პირობები და სამუშაო გარემო არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, სპეციალური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის არარსებობა, შრომის მძიმე პირობები და არაჰიგიენური გარემო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. 

კოლექტიური დავის მიმდინარეობისას, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამუშაო ძალის შემცირების მოტივით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა 184 დასაქმებულს. ამ პროცესში ცალსახად იკვეთება სამსახურიდან დათხოვნის პროცედურის დარღვევა დამსაქმებლის მხრიდან და ასევე, არსებობს შეკითხვები გათავისუფლების საფუძვლის ნამდვილობის/რეალურობის შესახებ, რაც საწარმოსგან სათანადო დასაბუთებას საჭიროებს. 

შრომის არასათანადო პირობების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობა და ამ პრობლემის სისტემურობა გაფიცვებისა და პროტესტის იმ ფორმებში ვლინდება, რომელსაც წლებია სხვადასხვა ორგანიზაციის დასაქმებულები მიმართავენ.

კაზრეთში მიმდინარე გაფიცვის პირობებში და იმის გათვალისწინებით რომ, დასაქმებულთა მოთხოვნები არსებითია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ვალდებულებები, კოლექტიური დავის პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით.

შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, ეფექტურად განახორციელოს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, კოლექტიური დავის პროცესში მედიატორის ფუნქციის შესრულების თაობაზე, რათა მიმდინარე დავა დასრულდეს მოლაპარაკების გზით, მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის პირობებში. 

ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, არსებითად გადახედოს შრომის პოლიტიკას და უზრუნველყოს დასაქმებულთა სათანადო და უსაფრთხო შრომის პირობების ეფექტური გარანტირება მონიტორინგის მექანიზმების შექმნის გზით.  

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC