13:24, Wednesday, 12.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტს გაფრთხილება მისცეს

24.02.2014

 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ნოდან ეჟიშვილის საქმე უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა ეთიკის კომისიას გადასცა. მიზეზი სტუდენტის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"გამოქვეყნებული კრიტიკული სტატუსები გახდა. სტუდენტი ეთიკის კომიტეტის სხდომაზე გუშინ დაიბარეს და გაფრთხილება გამოუცხადეს. ეთიკის კოდექსი სასჯელის სახით სხვა დისციპლინურ სანქციებს და უნივერსიტეტიდან დათხოვნასაც ითვალისწინებს.

ნოდარ ეჟიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე–4 კურსის სტუდენტია. იგი სტუდენტურ გაერთიანება „ახალ ტალღას“ ხელმძღვანელობს.

ნოდარ ეჟიშვილის განაცხდებით ზოგიერთი მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი წელიწად-ნახევრის წინ არის დაწერილი და თავადაც აღარ ახსოვდა: „რექტორის ხელმოწერით  ჩემი 38 გვერდიანი კომენტარები და სტატუსები, საიდანაც ზოგიერთი წელიწად-ნახევრის წინ არის დაწერილი და მეც აღარ მახსოვდა, გადასცეს ეთიკის კომისიას. განიხილეს ეს საკითხი და გაფრთხილება მომცეს. ალბათ ოქმიც შედგება დღეს. ეთიკის კოდექსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აზრის თავისუფალდ გამოხატვის გამო მსჯიან. თელავის უნივერსიტეტში ცდილობენ თავისუფალი აზრის ჩახშობას. ეს იყო თითის დაქნევა არა მხოლოდ ჩემ მიმართ, როგორც თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტისთვის, არამედ თითი დაუქნიეს ყველა იმ სტუდენტს, ვინც მომავალში აპირებს, რომ უნივერსიტეტში თავისუფალი აზრი გამოთქვას. გუშინ მწერდნენ კიდეც, როგორ ვიაქტიუროთ, როცა ეთიკის კომისიაზე გადაგვცემენო“.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის 31 დეკემბერს გამართულ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე (სხდომის ოქმი N7), პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, რომელიც ამავე დროს აკადემიური საბჭოს წევრია, გააკეთა ზეპირი განცხადება იმის თაობაზე, რომ სტუდენტი ნოდარ ეჟიშვილი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს უნივერსიტეტზე და მის პროფესურაზე, ამ ყველაფერს კი სისტემატურად აქვეყნებს "ფეისბუქში"-ში.

სხდომის ოქმის მიხედვით, აკადემიურმა საბჭომ, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი ხელმძღვანელობს, ნოდარ ეჟიშვილის საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მსგავსი ქმედებების განხილვა ეთიკის კომისიის პრეროგატივაა. უნივერსიტეტის რექტორის ოფიციალური დადგენილებით, 2014 წლის 27 იანვარს, ეჟიშვილის საკითხი განსახილველად ეთიკის კომისიას გადაეცა.

რექტორის დადგენილებას თან ერთვის ნოდარ ეჟიშვილის მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული მოსაზრებებიდან ამონარიდები:

კანონი ძალაში შევიდა და რექტორი ისევ ადგილზეა. აკადემიურ საბჭოს აშკარად სკლეროზი დაემართა, თუ მე მეჩვენება რამე? სანამ თვითონ რექტორი არ გეტყვით, გამიშვითო, არ გაუშვებთ?“

„ეტყობა ზოგიერთი მეტისმეტად ღრმად გადაშვებულა ოცნებებში. ცხოვრებაში სკამი არ უნახავთ და თავში აუვარდათ თანამდებობები“;

„ბაყაყები ყველაზე კარგად ჭაობში გრძნობენ თავს და დღეს ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა“;

„ხალხი გამდიდრდა, არაფრის კეთებით იმდენი ფული იშოვა უნივერსიტეტის საზოგადოებამ“;

„ჩემნაირად ვინც აქტიურობდა, ყველას რაღაც ჭორი მოუგონეს და შეაშინეს, ზოგს მშობლების ჩარევით შეაცვლევინეს აზრები და ზოგი სხვა რამით შეაჩერეს. ვინც დავრჩით, ისევ გვებრძვიან“;

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის და აკადემიური საბჭოს წევრის ელიზბარ ელიზბარასშვილის განცხადებით, ნოდარ ეჟიშვილი განზრახ მოქმედებს ისე, რომ უნივერსიტეტს  შეურაცხყოფა მიაყენოს: "სპეციალობები, ფაკულტეტები და ჯგუფები არ დაკომპლექტდა და ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. წარამარა იბარებდნენ მაგას და გამოჰყავდათ ტელევიზიაში. ეს ბიჭი ჰყავდათ სპეციალურად შეკრული იმისათვის, რომ უნივერსიტეტისთვის მიაყენებინა შეურაცხყოფა და აი, შედეგიც ეგ იყო, რომ ჩვენ არ დაგვიკომპლექტდა ჯგუფები. უნივერსიტეტის და რექტორის გინებით დაჰყავდათ ტელევიზიაში. ეს იყო სწორედ ის ანტიპიარი, რის შედეგადაც უნივერსიტეტმა ვერ მიიღო შესაბამისი კონტიგენტი".

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი დამტკიცებულია კოლეგიური საბჭოს მიერ 2013 წლის 17 იანვარს. კოდექსის მიხედვით, დოკუმენტი აღწერს უნივერსიტეტის ეთიკურ პრინციპებს, სტანდარტებს და ეთიკური პრინციპების შელახვამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური სანქცია, ან უარეს შემთხვევაში უნივერსიტეტიდან დათხოვნა. კოდექსში მითითებულია, რომ უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი ვალდებულია იმოქმედოს უნივერსიტეტის ეთიკური სტანდარტების შესაბამისად; კოდექსის თანახმად, სტუდენტებმა არ უნდა გაავრცელონ შეურაცხმყოფელი ინფორმაცია აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე და სხვა სტუდენტებზე.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC