კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძეგლის გადაღებვის ფაქტზე პოლიციაში საქმის წარმოება დაიწყო

26 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ვასილ კიკვიძის ძეგლის წითლად გადაღებვა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გააპროტესტეს.

„რა წესია ძეგლების გადაღებვა, აქეთ-იქეთ მათი გადაადგილება და ათასი სისულელე. თუ ეს პროტესტია, ძეგლებს რას ერჩიან? რა მნიშვნელობა აქვს, კიკვიძეა, სტალინია თუ სხვა. ყველა შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუა არა სიმდაბლე“, - აცხადებენ კიკვიძის სკვერთან მცხოვრები მოქალაქეები.

ძეგლის აღების ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრმა გია გოქაძემ ჯერ მერის მოვალეობის შემსრულებელს, მოგვიანებით კი, პრემიერ-მინისტრს მიმართა. 

მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ მის მოთხოვნას ხელისუფლების მხრიდან რეაქცია არ მოჰყვებოდა, წითელი არმიის მოწინავე აქტივისტის ძეგლს წითლად გადაღებავდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მუქარა შეასრულა. საქმე ქუთაისის პოლიციაშია გადაგზავნილი და ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ახალი ამბები