20:49, Saturday, 08.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილებისთვის ბინების განაწილების მონიტორინგში სახალხო დამცველიც ჩაერთვება

28.02.2014

 
ეკა გულუა

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ მოქალაქეებზე საცხოვრებელ ბინებს სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს. ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც დევნილი აფიქსირებს ყველა ინფორმაციას, რაც მის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეს ყველაფერი ფასდება ქულებით. პირველ ეტაპზე კი ის ოჯახი კმაყოფილდება, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს. 

აფხაზეთიდან დევნილი ინეზა გიგანის თაობაზე ისტორია humanrights.ge-ზე ვრცლად უკვე გიამბეთ. მოქალაქის  საბინაო პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროშიც გადავამოწმეთ. სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ინეზა გიგანმა ბინის მისაღებად საჭირო პროცედურები გაიარა, შეავსო ანკეტა, მიენიჭა 7 ქულა, მაგრამ ამ ეტაპზე საცხოვრებელი ბინა მას არ გადაეცა.

„ინეზა გიგანმა საცხოვრებელი ფართის მისაღებად განაცხადი  ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად გააკეთა. განაცხადი შესაბამისმა კომისიამ განიხილა და  მიენიჭა 7 ქულა. სოციალურად დაუცველი -3 ქულა; შვილი ჰყავს  II  ჯგუფის  ინვალიდი - 2 ქულა; ცხოვრობს ქირით - 1 ქულა; ხშირად იცვლის საცხოვრებელ მისამართს -1 ქულა. თემქის ობიექტზე განაცხადების განხილვისას 90 ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, აქედან კომისიამ   11 ოჯახი შეარჩია.  ინეზა გიგანს არ მიენიჭა უპირატესობა, რადგან მან კომისიას შემოსავლებთან დაკავშირებით  ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ინეზა  გიგანის  მეუღლის მშობლებს  საკუთრებაში უფიქსირდებათ, გიორგიწმინდა  აღმაშენებლის 33ა-ში, საცხოვრებელი  სახლი. ინეზა გიგანის ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია,  განაცხადში   მითითებულ მისამართზე,  უკვე გაგზავნილია“, - ეს გახლავთ სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია. 

როგორც ინეზა გიგანი აცხადებს, მისთვის გაუგებარია და არც არავის აუხსნია, რას ნუშნავს „ცრუ ინფორმაცია“. სამინისტროში კი სიტყვიერადაც განგვიმარტეს, რომ გიგანს ჰყავს მეუღლე, რომელსაც საკუთარებაში აქვს ბინა.    

„ეს ტყუილია, ჩემს მეუღლეს არანაირი ბინა არა აქვს. თუ მამამთილს გულისხმობენ,  მე და ჩემს მეუღლეს მამამთილთან  ურთიერთობა არა გვაქვს. ის ფართი, რასაც სამინისტრო გულისხმობს მამამთილისაა, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, შემდეგ კი დაგირავებულია და სხვა ცხოვრობს. მას ჩემს ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე ვარ დევნილი და მაქვს ჩემი ოჯახი. თუ მამათილს რაღაც უფიქსირდება, მე და ჩემმა შვილებმა ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ და ამის გამო უნდა დავისაჯოთ? მეორეც, ჩემს მეუღლესთან ოფიციალურ ქორწილებაში არც ვარ. ტყუილები და ცრუ ინფორმაციის მიწოდება რომ მდომოდა, საერთოდ არ ჩავწერდი, რომ მყავს მეუღლე. რადგან ტყუილი გზით არ წავედი, რეალობა დავაფიქსირე და ჩემი მდგომარეობა აღვწერე, შედეგად ეს მეკუთვნის?“ - კითხულობს გიგანი.  

როგორც გავარკვიეთ,  წლების წინ ამ ოჯახს ყოფილმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართი გამოუყო. ისნის სამხედრო ჰოსპიტალში ცხვრობდნენ. მართალია, ჰოსპიტალში ცხოვრება რამდენად შესაძლებელია და რა პირობები ჰქონდათ, ცალკე პრობლემაა, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ, რომ თავშესაფარი ჰქონდათ. თუმცა, არც ამ შემთხვევაში გაუმართლათ. ჰოსპიტალში მხოლოდ 6 თვე იცხოვრეს, შემდეგ ის თავშესაფარიც წაართვეს. 

„ბავშვი ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვიწექით 2 კვირა.  მერე რეაბილიტაციისთვის მშობლებთან წავედით ცოტა ხანი, რადგან ჰოსპიტალის შენობაში ბავშვს ვერ მივხედავდი. იქ პირობები არ იყო. როცა ჰოსპიტალში დავბრუნდით, ბინაში სხვა იყოს შესახლებული, ჩვენი ნივთები კი გარეთ გამოგვიყარეს. ეს ყველაფერი იმით აგვიხსნეს, რომ იქ არ ცხოვრობდით და ესეიგი, არ გჭირდებოდათო. არ ვიცი, რა გავაკეთო, ვინც მივმართო...“ - ამბობს ინეზა.  

ლუკას მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია საბინაო საკითხის მოგვარებაც, რადგან ეს ორი პრობლემა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მას არ აქვს  რეაბილიტაციისთვის  საჭირო პირობები.    
 
როგორც ინეზა გიგანი აცხადებს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებს, სოფელზეც თანახმაა, რომ არა ერთი მიზეზი: „ლუკა ხშირად კრუნჩხვებში ვარდება. ვაზიანში, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ორჯერ გაითიშა. ჩვენ ლილომდე მოვასწარით ჩაყვანა, სასწრაფოც ლილოს დასახლებაში მოვიდა. კლინიკასთან ვართ მიჯაჭვული.  ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრებთ, მაგრამ ბავშვის გამო სოფელში ვერ მივდივართ. ლუკა 4 წლის ხდება და 9 კილოა“. 

ინეზა გიგანის პრობლემების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსაც მივაწოდეთ. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გვითხრა, დევნილებისთვის ბინის განაწილების მონიტორინგი გაძლიერდება: „ძალიან მძიმე ისტორიაა. სახალხო დამცველის აპარატში მსგავსი სახის განცხადებები შემოდის. ოჯახმა, კონკრეტულ ისტორიასთან დაკავშირებით, წერილობით უნდა მოგვმართოს. მის საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან და რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ჩავერთვებით ოჯახის პრობლემის მოგვარებაში. სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე მონიტორინგი გააძლიეროს და უფრო მეტი დოზით ჩაერთოს მონიტორინგისა და სამართლიანობის დაცვის კუთხით“.

ლუკას სამედიცინო ფურცლები, რეცეპტები, ექიმის დანიშნულებები, გამოკვლევები  ათეულობით გვერდს ითვლის. ყველა ფურცელი იწყება სიტყვებით: „ჩაუტარდა...“ „დაუდგინდა...“  „სჭირდება...“  ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეული კი ექიმის დასკვნის სწორედ ის ნაწილია, სადაც საუბარია რა სჭირდება ბავშვს, რადგან წინასწარ იციან, რომ ექიმის დანიშნულებას ვერ შეასრულებენ. იციან ისიც, რომ მედიკამენტებს მხოლოდ მაშინ იყიდიან, როცა საშუალება ექნებათ, ან, რამდენიმე დღის სამყოფს იყიდიან და შემდეგ მკურნალობაც შეწყვეტენ.   
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC