კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს

5 მარტი, 2014
 

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის ჩვილ ბავშთა სახლში, სადაც 0-დან 6 წლამდე ასაკის  55 ბავშვი ცხოვრობს. აქედან 54 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. ვიზიტის დროს გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემა, კერძოდ, დაწესებულების პროფილი და არსებული მომსახურება არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განსაკუთრებულ საჭიროებებს: ბავშვები არ არიან ჩართული სკოლამდელ განათლებაში; ბენეფიციარებისთვის არ ხორციელდება აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისი, დაწესებულებას არ ჰყავს ადეკვატური სამედიცინო პერსონალი პალიატიური მზრუნველობის განსახორციელებლად; დაწესებულებაში არ ხდება ტკივილის მართვის მენეჯმენტი ქრონიკული ტკივილის მქონე ბავშვებისთვის; მომსახურე პერსონალი სათანადოდ ვერ ფლობს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს; დაწესებულებას არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გართობის საშუალებები; ფიზიკური გარემო (შენობა, აივნები, ეზო) არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროების მიხედვით, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ მობილობას.

ქვეყანაში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში 2013 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია, თუმცა ეს პროცესი  ჯერ კიდევ არ შეხებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, მოგმართავთ რეკომენდაციით, განახორციელოთ საქმიანობა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარების განსაკუთრებული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით და უზრუნველყოთ აღნიშნული ჯგუფი ალტერნატიული ზრუნვის ისეთი სერვისებით, როგორიცაა ადრეული ინტერვენცია და აბილიტაცია/რეაბილიტაცია, სკოლამდელი ინკლუზიური განათლება, გართობისა და დასვენების ღონისძიებები, მცირე საოჯახო ტიპის სახლი, საჭიროების შემთხვევაში პალიატიური ზრუნვის სერვისი. ამასთან მოხდეს შენობის ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით, მომსახურე პერსონალის გადამზადება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევების  ამაღლების  მიზნით.

ახალი ამბები