კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩრდილოკავკასიელების დევნა გრძელდება

7 მარტი, 2014
 
ნინო დევიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოში ჩრდილოკავკასიელების დევნისა და გაუჩინარების ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამი კონკრეტული ფაქტის თაობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ეს საქმეები სხვადასხვა სფეციფიკისაა, მაგრამ ერთი რამ აერთიანებს - ქართული სამართალდამცავების მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა სახის შევიწროება: „ახლახანს ნათესავებმა რუსეთის ერთ-ერთ ციხეში შარშან საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დაღესტნელი ლტოლვილი მაგამედ მაგამედოვი იპოვეს. გამოსაძიებელია და დასადგენია, მაგამედოვი რუსეთის ციხეში ხომ არ აღმოჩნდა საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების არაფორმალური თანამშრომლობის შედეგად. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს მოქალაქეობისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანების შევიწროება, როცა აშკარად იკვეთება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევები“. 

ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს ინფორმაცია მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვთან დაკავშირებით მიაწოდა, რომლებიც გასული წლის 13 ივნისს დააკავეს: „შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მიკაილ კადიევს და რიზვან ომაროვს განზრახული ჰქონდათ „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა“. მიუხედავად იმისა, რომ „ტერორისტების“ დაკავება დიდი აჟიოტაჟით გაშუქდა ტელევიზიებით, კადიევისა და ომაროვისთვის არავითარი ტერორისტობის ბრალდება არ წაუყენებიათ. მათ ბრალად წაუყენეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. ამავე დროს, გამოძიებას არა აქვს მყარი მტკიცებულებები, ბრალდებულებს აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები მართლაც ჰქონოდათ თუ არა. მას შემდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება უკვე 9 თვეა, თუმცა მთავარი საფრთხე ის გახლავთ, რომ ამ ადამიანს ემუქრება რუსეთში ექსტრადიცია, სადაც შესაძლოა მოხდეს მისი ლიკვიდაცია“. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლმა მაია ხუციშვილმა საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ინგლისში სასწავლებლად გასამგზავრებლად სამჯერ სცადა საქართველოს დატოვება, მაგრამ მესაზღვრეებმა იგი საზღვარზე არ გაუშვეს: „საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლით გარანტირებულია მოქალაქის თავისუფლად მიმოსვლის, მათ შორის ქვეყნის დატოვების უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს განმარტოს ამ შეზღუდვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შემაშფოთებელია, რომ შსს-მ განმარტება არც სახალხო დამცველის მოწოდების შემდეგ გააკეთა. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ზომები და საიხან მუზაევს მიეცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა“, - განაცხადა საიას იურისტმა მაია ხუციშვილმა. 

უფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიწყოს გამოძიება ლტოლვილის, მაგამედ მაგამედოვის საქართველოდან გაუჩინარებისა და რუსეთის ციხეში მისი მოხვედრის ფაქტის გარშემო. საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას მიკაილ კადიევისა და წამებისა და ლიკვიდაციის საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანების ექსტრადიცია რუსეთში და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდოს არგუმენტირებული განმარტება საქართველოს მოქალაქის, საიხან მუზაევის მიმართ დაწესებული შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. 

ახალი ამბები