კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუჩები ჯერ დაავიწროვეს, ახლა კი, აფართოებენ

1 აპრილი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ძველ ბათუმში, სამი ქუჩის გაფართოება მიმდინარეობს. ოთხი წლის წინ, ამ ქუჩების დასავიწროებლად სამუშაოები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.  რატომ დავიწროვდა ქუჩები, თუკი მათი თავიდან გაფართოება გახდებოდა საჭირო? იფლანგება თუ არა ბათუმის ბიუჯეტის თანხები? დღეს ეს კითხვები, უამრავ ბათუმელს აქვს.

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩების კვლავ გაფართოების იდეა საკრებულოს თავმჯდომარისგან, ირაკლი ჩავლეიშვილიდან მოდის. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თენგიზ პეტრიძე ამბობს, რომ ვიწრო ქუჩები მძღოელბს პრობლემას უქმნის: „30 სმ. ფართოვდება სამი ქუჩა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე. მძღოლებიდან იყო შემოსული შენიშვნები, ხშირი იყო ავტოავარიული შემთხვევებიც და ამიტომ გადაწყდა გაფართოება“.

ბათუმის მერიის 2014 წლის ბიუჯეტიდან, აღნიშნული ქუჩების გაფართოებისათვის ტენდერი 265 000 ლარზე გამოცხადდა. მასში მონაწილეობა ორმა სამშენებლო კომპანიამ _ შპს „ბონდის ხიდი“ და შპს „მონოლითი-2005“ მიიღო. ვაჭრობის რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ტენდერში „მონოლითი-2005“-მა გაიმარჯვა. ის სამუშაოებს 224 900 ლარად ასრულებს.

„სამი ქუჩიდან, ერთი უკვე დავასრულეთ. დანარჩენსაც 12 აპრილამდე დავამთავრებთ. ხდება ბორდიულების დავიწროება, რის შედეგადაც ქუჩები არსებულზე 30 სმ-ით ფართოვდება“, - აღნიშნა „მონოლითი-2005“-ს ხელმძღვანელმა მერაბ დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობის“ ხელმძღვანელი, დავით ბერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტით ბათუმის მერია თანხებს ფლანგავს: „ჯერ ის ქუჩები გააკეთონ, რაც გასაკეთებელია. თავიდან რომ არ დაევიწროებინათ, დღეს ეს პრობლემა აღარ იქნებოდა. ბათუმელების წინაშე სხვა ბევრი პრობლემაა და ეს თანხა შეიძლებოდა მათ მოსაგვარებლად დახარჯულიყო“.

ძველ ბათუმში ქუჩები 2010 წელს დავიწროვდა. ბათუმის მერიის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხევით, მაშინ ძველი ბათუმის ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პროექტისთვის, 10 მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი. 

ახალი ამბები