კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატოს წინააღმდეგ აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

1 აპრილი, 2014
 
 მაკა მალაყმაძე, აჭარა

ნატოს წინააღმდეგ აქცია, ბათუმში, ევროპის მოედანზე, პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებულ პირთა ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობდა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებიც სკანდირებდნენ „არა პუტინს“, „რუსეთის მონებო“, „მოღალატეები“. რასაც ნატო-ს მოწინააღმდეგეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

„ეს არის ნატო-ს წინააღმდეგ პიარკამპანია, რომელიც რუსეთიდანაა მართული“ განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე, აცხადებს რომ დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ იქნა პროვოცირებული: „მოვიდნენ ნაცმოძრაობის წევრები და იძახიან - პუტინი, პუტინი. ელანდებათ აქ პუტინი. დაუსჯელობის სინდრომმა ისე გაათამამა ისინი, რომ პროვოცირებენ დაძაბულობას“.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრული ეკიპაჟიც. დაპირისპირების შედეგად დაკავებულები არ არიან.

ახალი ამბები