კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს, მსჯავრდებული თეიმურაზ გვარაძე ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე დაკითხოს

8 აპრილი, 2014
დღეს 13:00 საათზე პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიას გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, თეიმურაზ გვარაძის განცხადებას გააცნობს. პატიმარი აცხადებს, რომ იგი პროფესიონალი სნაიპერია და ერთ დროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში მუშაობდა. 2012 წლის აგვისტოში კი პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლეს, რათა მონაწილეობა მიეღო ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან საუბრისას პატიმარმა განაცხადა, რომ წლების წინ იგი იყო ზურაბ ჟვანიასა და გია არსენიშვილის  ინიციატივით შექმნილი გასაიდუმლებული დივიზიონის წევრი. 2004 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვის წევრი იყო. 

2008 წლის  აგვისტოს ომში თეიმურაზ გვარაძე პრეზიდენტის თანხმობის გარეშე წავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ამის გამო, როგორც პატიმარი აცხადებს, იგი მოდულის შენობაში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს. მოგვიანებით კი, უკვე ოფიციალურად დააკავეს და დეზერტირობის ბრალდებით გაასამართლეს.

თეიმურაზ გვარაძის განცხადებით, პატიმრობის პერიოდში, 2012 წლის ზაფხულში, მასთან მივიდა სამი პიროვნება, რომლებმაც განუმარტეს, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე ტერორისტს 3 კაცი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და თან ჰქონდათ საბრძოლო იარაღი დაღესტნის მოქალაქეებისათვის გადასაცემად. თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ მას სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში დააბრუნეს. 

თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ იგი უშუალოდ აკვირდებოდა ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის მსვლელობას და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს. თუმცა, პროკურატურა ამ დრომდე მისით არ დაინტერესებულა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან საუბრისას პატიმარმა განაცხადა, რომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი შეტაკების ადგილას არ დაღუპულან, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას.

2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა.  მისი თქმით, განთავისუფლების შემდეგ იგი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 

2013 წლის მაისში თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს და ძროხის ქურდობაში დასდეს ბრალი. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების გამოყენებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშულისა, რომელიც არ ჩაუდენია. სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

თეიმურაზ გვარაძე ასევე აცხადებს, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს  საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს თეიმურაზ გვარაძე და გადაამოწმოს ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც იგი მიუთითებს. ასევე, უნდა მოხდეს რეაგირება მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და უზრუნველყოფილი იქნას მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის, დაცვის ღონისძიებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები