კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თათუხაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნდა

8 აპრილი, 2014
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 4 აპრილს გვიან საღამოს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა აბათილებს იმ ბრალდებებს, რომ მას თბილისის პროკურატურაში მოწმედ დაკითხვის დროს ცუდად მოეპყრნენ.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შალვა თათუხაშვილი,  რომელიც ბრალდების მოწმედ გამოდიოდა შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურის საქმეში, 23 მარტს დაახლოებით 23:00 საათზე გარდაიცვალა საკუთარი სახლში და მისი სიკვდილის მიზეზი გახდა „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, თათუხაშვილისთვის  მის სხეულზე არსებული დაზიანებების უმეტესობა სიკვდილამდე მაქსიმუმ ორი დღით ადრე იქნა მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაზიანებებს მას ვერ მიაყენებდნენ 18 მარტს, როდესაც ის ბოლოჯერ სტუმრობდა თბილისის პროკურატურას.

თათუხაშვილის ოჯახი დაჟინებით აცხადებს, რომ შალვა გამომძიებლებმა „აწამეს“ ყალბი ჩვენების მიღების მიზნით. სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, მხოლოდ თითის მიდამოებში არსებული პატარა ნაჭდევის ხანდაზმულობაა სიკვდილამდე 6-7 დღით ადრე არსებული.

თათუხაშვილის ოჯახმა და მისმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელიც ასევე იცავს დათა ახალაიას, რომლის წინააღმდეგაც, პროკურატურის თქმით, თათუხაშვილმა ორჯერ (24 თებერვალს და 18 მარტს) მისცა ჩვენება, განაცხადეს, რომ ისინი ოფიციალურ დასკვნას არ ენდობიან.

პროკურატურის მიერ ოფიციალური სასამართლო–სამედიცინო დასკვნის გახმოვანებამდე რამდენიმე  საათით ადრე, ადვოკატმა ზაქარეიშვილმა ალტერნატიული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც დამოუკიდებელმა ექსპერტიზის ბიურომ „ვექტორმა“ განახორციელა.

სხეულის დაზიანებების შემოწმება განხორციელდა გვამის დათვალიერების ოქმის და ფოტოების საფუძველზე, რომლებიც ადვოკატმა ზაქარეიშვილმა თათუხაშვილის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში გადაიღო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებების უმეტესობა ხანდაზმულობით არანაკლებ 5-7 დღისაა.

თუმცა, ექსპერტიზის ბიუროს „ვექტორის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე გეჯაძემ, რომელმაც მოამზადა დასკვნა, განაცხადა, რომ მისი დასკვნა ვერ იქნება საბოლოო, რადგანაც მისი შემოწმება ეფუძნებოდა გვამის გარეგანი დათვალიერების ოქმს და იმ ფოტოებს, რომლებიც სიკვდილიდან რამდენიმე დღეში იქნა გადაღებული.   

„ის დიაპაზონი ხანდაზმულობის, რაც ჩვენს დასკვნაშია ასახული, ბუნებრივია არ არის კატეგორიული და არ არის გამორიცხული ის გარემოებაც, რომ ეს ნაჭდევები ყოფილიყო თუნდაც ერთი-ორი, სამი დღის ხანდაზმულობის. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი მე არ გამაჩნია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გვამი ჩვენ უშუალოდ არ გამოგვიკვლევია“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 4 აპრილს. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც კვლავ რჩება ეჭვები გამოძიების ოფიციალური ვერსიის მიმართ, მათ შორის თათუხაშვილის ოჯახი არ ენდობა ოფიციალურ გამოძიებას, სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ოფიციალური გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ასეთი კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

ახალი ამბები