კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენციაზე მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის სკანდალური წერილი გაავრცელა

8 აპრილი, 2014
 ნინო დევიძე

8 აპრილს პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიას, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, თეიმურაზ გვარაძის განცხადება გააცნო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, პატიმარმა თეიმურაზ გვარაძემ ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა: „როგორც პატიმარი თეიმურაზ გვარაძე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან ნესტან ლონდარიძესთან პირად საუბარში აცხადებს, იგი იყო პროფესიონალი სნაიპერი, 2004 წლიდან კი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვის წევრი. 2008 წლის  აგვისტოს ომში გვარაძემ საბრძოლო მოქმედებებში პრეზიდენტის თანხმობის გარეშე მიიღო მონაწილეობა, რის გამოც, როგორც თავად აცხადებს, მოდულის შენობაში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს. მოგვიანებით კი, უკვე ოფიციალურად დააკავეს და დეზერტირობის ბრალდებით გაასამართლეს“.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, გვარაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით: „ცენტრის იურისტთან საუბარში, გვარაძე აცხადებს, რომ  პატიმრობის პერიოდში, 2012 წლის ზაფხულში, მასთან  სამი პიროვნება მივიდა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვა. პატიმარს განუმარტეს, რომ პანკისის ხეობაში რამდენიმე ტერორისტს სამი კაცი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და მათ თან ჰქონდათ საბრძოლი იარაღი დაღესტნის მოქალაქეებისთვის გადასაცემად. თეიმურაზ გვარაძეს ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაევალა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში დააბრუნეს. გვარაძე აცხადებს, რომ ის უშუალოდ აკვირდებოდა ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის მსვლელობას და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს, თუმცა ამ დრომდე, პროკურატურა მისით არ დაინტერესებულა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან, ნესტან ლონდარიძესთან საუბრისას პატიმარმა ასევე განაცხადა, რომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი შეტაკების ადგილას არ დაღუპულან, რაც ეწინააღმდეგება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას. კერძოდ, 2012 წლის 28 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან მომხდარ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტომ „ანტიტერორისტული“ ოპერაცია უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტნიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლად აიყვანა. სპეცოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 მებრძოლის ლიკვიდაცია. 

„2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე ამნისტიის ძალით პატიმრობიდან განთავისუფლდა.  მისი თქმით, განთავისუფლების შემდეგ იგი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას, ვინაიდან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 2013 წლის მაისში თეიმურაზ გვარაძე ხელმეორედ დააკავეს და ძროხის ქურდობაში დასდეს ბრალი. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების გამოყენებით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ აღიარება დანაშულისა, რომელიც არ ჩაუდენია. სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. 

თეიმურაზ გვარაძე, ასევე, აცხადებს, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს  საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს თეიმურაზ გვარაძე და გადაამოწმოს ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც იგი მიუთითებს. ასევე, უნდა მოხდეს რეაგირება მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და უზრუნველყოფილი იქნას მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის, დაცვის ღონისძიებები.

ახალი ამბები