კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

TV-3-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალის იზოლატორში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა

22 აპრილი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა TV-3-ის სამი თანამშრომელი -  ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი, დაკავებიდან 24 საათში გაათავისუფლეს.  

TV-3-ის გადამღები ჯგუფი გორის რაიონის სოფელ აძვში რუსმა სამხედროებმა 16 აპრილს დააკავეს და მოგვიანებით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის ძალოვან უწყებას გადასცეს. დაკავებული გადამღები ჯგუფის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. მოგვიანებით დე-ფაქტო  პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა დაადასტურა ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ აძვში TV-3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების შესახებ. ჯიოევმა აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები ქართველი ჟურნალისტები იყვნენ და იმ დროისთვის მათი ვინაობა და მათ მიერ „საზღვრის დარღვევის გარემოებები“ დგინდებოდა. 

TV-3-ის გადამღები ჯგუფი 17 აპრილს, 19:00 საათისთვის გაათავისუფლეს. მათ ოკუპირებული ტერიტორია ერგნეთის გავლით დატოვეს.  TV-3-ის თანამშრომლები დაკავების შემთხვევას და ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დროს იხსენებენ.  

ჟურნალიტ ბელა ზაქაიძის განცხადებით, ისინი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

ბელა ზაქაიძე, TV-3-ის ჟურნალისტი: „ამ დაკავებამ ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, განსაკუთრებით - ცხინვალის უშიშროების იზოლატორმა, რადგან იქ იყო არაადამიანური სიტუაცია. საშინელი სიცივე იყო. მთელი ორი დღის განმავლობაში სულ მციოდა. რაც შეეხება ე.წ. საზღვრის დაღვევას, ჩვენც არც კი მივახლოვებულვართ იმ ადგილს, ისე დაგვაკავეს უკანონოდ“.

TV-3-ის ოპერატორის, ვახო ლეკიაშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ მას გადამღები აპარატურა დაუზიანეს და ის კადრებიც წაუშალეს, სადაც ე.წ. საზღვარი და ოკუპირებული ტერიტორია ჰქონდათ გადაღებული.

ერგნეთში დაკავებულებს მთელი დღის განმავლობაში სოლიდარობს უცხადებდნენ კოლეგები სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან. მათ სიბოლური აქცია გამართეს და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობისგან ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

TV-3-ის  გადამღები ჯგუფის გათავისუფლების მიზნით  აქტიურად მუშაობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები. 

გორის რაიონის სოფელ აძვში მდინარე აძვი იყო გამყოფი ხაზი, რომლის იქეთაც ოკუპირებული ტერიტორია იწყებოდა. რუსი სამხედროები ოკუპაციის ხაზის  მდინარის მარცხენა სანაპიროდან მარჯვნივ გადმოწევას გეგმავენ. „ახალი საზღვრები“ იმ  ტერიტორიას მოიცავს, სადაც წმინდა გიორგის სახელობის  სალოცავია. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ გიორგობის დღესასწაულზე სალოცავს ვეღარ მოილოცავს. სალოცავამდე მისასვლელ გზაზე უკვე გაჩნდა ოკუპაციის საინფორმაციო დაფა, სადაც აღნიშნულია ე.წ. სამხეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრის  შესახებ ინფორმაცია. ადგილობრივები რამდენიმე დღეში მავთულხლართებით ტერიტორიის შემოსაზღვრასაც ელოდებიან. სალოცავთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა სოფლის სასაფლაოც.

2008 წლის ომის შედეგებს გაგრძელება მცოცავი ოკუპაციის ხაზით, ამჯერად, სამხედრო აგრესიის გარეშე მოჰყვა. „ცივი ომის ცხელი შედეგები“ - ამ თემაზე ამზადებდა TV-3- გადამღები ჯგუფი სრეპორტაჟს, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა სოფელ აძვში, წმინდა გიორგის სალოცავის მისადგომებთან დააკავეს.   

ახალი ამბები