კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ დავით ქევხიშვილი თანამდებობაზე დატოვა

22 აპრილი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯაანის რაონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასაც ითხოვდა 2000 ლარის ოდენობით, მაგრამ მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დავით ქევხიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით (ცემა) ჰქონდა წარდგენილი. გურჯაანის რაიონული პროკურატურა ყვარლის გამგებელს „ქართული ოცნების“ წევრის, ბაკურ სესიაშვილს ცემაში ადანაშაულებდა.

ბაკურ სესიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი 4 აპრილს მოხდა. რესპუბლიკური პარტიის, წევრის ნუგზარ კახაშვილის თქმით, მან დაინახა, ყვარლის გამგებელმა სესიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიაყენა.

„შევესწარი, რომ გამგებელი უცებ შემოვარდა, დაეტაკა „ქართული ოცნების“ ერთ - ერთ აქტივისტს, ბაკურ სესიაშვილს, შეაგინა და მერე გაარტყა, დაემუქრა - ბოლო-ბოლო, შენ ვინა ხარ, რატომ არ ჩერდებიო! უნდათ, რომ ისევ ის სიტუაცია გაგრძელდეს. ისევ თვითონ ჩაიგდონ ხელში ყველაფერი. შტაბის ხელმძღვანელი თვითონ უნდა იყოს, ყველაფერი თვითონ უნდა იყოს, თვითონ გააკონტროლოს პარტიული სიები. ეს უნდათ, რომ ისევ ის სიტუაცია გაგრძელდეს და როგორ „ბედავენ“ სხვები, რომ გამგებელს ახტებიან. ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნუგზარ კახაშვილმა.

დავით ქევხიშვილის განცხადებით, ეს არის მის წინნაღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანიის გაგრძელება: „ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია, გრძელდება. მოხარული ვარ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სურვილი, რომ მე არ გამეგრძელებინა მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობა. თვითონაც ნახეთ, რა ამბები იყო საკრებულოში, იმპიჩნმენტით გადაყენება უნდოდათ და ვერ შეძლეს. ყველასთვის ნათელია, რომ გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა ფორმით ახდენენ ზეგავლენას ჯერ საკრებულოზე, შემდეგ უკვე გაუგებარი მოწმეების დაკითხვით და რაღაც გაუგებარი ფაქტების ინსცენირებით“, - აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, დავით ქევხიშვილს გამგებლის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა რამდენჯერმე მოსთხოვეს. ქევხიშვილმა განცხადება არ დაწერა. ამის შემდეგ, ქრთამის აღების ბრალდებით მისი მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დააკავეს. ამის მიუხედავად თანამდებობიდან იგი მაინც არ გადადგა, რის შემდეგაც საქმეში უშიშროების სამსახური ჩაერთო. ყვარლის საკრებულოს წევრებს ავალდებულებდნენ, გამგებლისთვის იმპიჩმენტი მოეწყოთ, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვეს. ამ ყველაფრის შემდეგ გამგებელს თანაპარტიელის ცემაში წაუყენეს ბრალი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ქევხიშვილს სათანადოდ მოქცევის ვალდებულება დაუწესდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. 

ახალი ამბები