კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მედიის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

23 აპრილი, 2014
 
დღეს, 23 აპრილს, 13:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - ქართული მედია გარდამავალ პერიოდში (2012-2014). 

ანგარიში მომზადებულია  ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს 2012-2014 წლების განმავლობაში ქართული მედიისთვის ყველაზე აქტუალურ თემებს და მოვლენებს. 

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ბოლო პერიოდში მომხდარი პოზიტიური ცვლილებებისა, ქართული მედია კვლავაც მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. ანალიტიკური მასალების სიმწირე, მოვლენების ზედაპირულად გაშუქება, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ნაკლებობა, ეთიკის პრინციპების უგულებელყოფა  - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართულ მედიაში ამჟამად არსებობს.

ანგარიშში ასახულია საზოგადოებრიც მაუწყებელში ბოლო ხანს დაწყებული კრიზისი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის შედეგადაც, მაუწყებელი ფაქტობრივად, სამეურვეო საბჭოს გარეშე რჩება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ შემდგომი პროცესებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უფრო სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში; ეს გულისხმობს სფეროში მონოპოლიის წინააღმდეგ მექანიზმების შემუშავებას, ციფრული მაუწყებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიურ ჩართვას.

ასევე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების უკეთ დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება უფრო ეფექტური თვითრეგულირების მექანიზმების ამოქმედება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშის პრეზენტაციაზე იწვევს ქართული მედიის დღევანდელი მდგომარეობით დაინტერესებულ ყველა პირს.

მისამართი: ქ. თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქ. 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი (0 სართული).

ახალი ამბები