კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

29 აპრილი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეხურამ კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. წყალდიდობამ საავტომობილო  გზას ძირი გამოუთხრა და დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა გაზსადენიც, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

ტარიელ ახლოური, ადგილობრივი მცხოვრები: „ყოველ წელს ეს მდგომარეობაა. წყალმა დატბორა ნაკავეთები და საცხოვრებელი სახლების ნაწილშიც შევიდა“. 

ადგილობრივი მოსახლეობა  მდინარე ლეხურას ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასა და    ჯებირებით გამაგრებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ამ თხოვნით არაერთხელ მიმართეს კასპის მუნიციპალიტეტს, მაგრამ - უშედეგოდ. 

წყალდიდების შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის მცხოვრებლების ნაწილიც. ადიდებულმა მდინარე მეჯუდამ 20 საცხოვრებელი სახლი დატბორა.

ლერი მეზვრიშვილი, ადგილობრივი მოქალაქე: „სახლში შემოგვივარდა წაყალი. ყველაფერი გაანადგურა, რაც გვქონდა დათესილი ნაკვეთებში. ასევე დაგვეხოცა შინაური ფრინველი“.

დატბორილი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიდან წყალი შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა ამოტუმბეს. ადგილობრივები მდინარის კალაპოტის დასუფთავებასა და გაღრმავებას მოთხოვენ, რათა შემდგომი წყალდიდობის დროს მსგავსი პრობლემები არ განმეორდეს. 

წაყალდიდობამდე გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სეტყვის შედეგად განადგურდა ხეხილი. ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ხიდისთავში მიადგა მოსახლეობას.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინიტრაციის უფროსი, სოფო მიხანაშვილი humanrights.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გზების დეპარტამეტი მდინარე ლეხურას მიერ დაზიანებული სავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენაზე მუშაობს. მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო გორის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ზარალის შესახებ ამდროისთვის არავის მიუმართავს.

სოფო მიხანაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტარაციის უფროსი: „უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის მოხდა გაზსადენის 10 მეტრის ჩაჭრა. გაზსადენის ეს მონაკვეთი ხელს უშლიდა საგზაო სამუშაობს.  ორ დღეში აღდგება სავტომობილო გზის პრობლემური მონაკვეთი და სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდებაც. ამ დროისთვის კასპის მუნიციპალიტეტისთვის არც ერთ მოსახლეს არ მიუმართავს, სასოფლო სამეურნეო სავარაგულების დატბორვასთან დაკავშირებით. თუ იქნება მიმართვა, შეიქმნება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია ისევე, როგორც ეს შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტში გუბერნატორის დავალებით. ეს კომისია ამჟამად 16 აპრილს ხიდისთავში და კიდევ რამდენიმე სოფელში სეტყვის მიყენებულ ზარალს სწავლობს“. 

ახალი ამბები