კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცვლილებები საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსებაში

29 აპრილი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებულ დადგენილებაში ბათუმის საკრებულომ ცვლილებები შეიტანა. საკრებულოს 24 აპრილის რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება მხოლოდ სპეციალურ სტენდებზე იყო ნებადართული. 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი დაშვებულია მასალები პარტიათა ოფისების ფასადებზეც განთავსდეს. ფიზიკურ პირებს კი, საშუალება ექნებათ, სასურველი სუბიექტის ან პარტიის საარჩევნო პლაკატი საცხოვრებლის ფანჯარაზე, ან კუთვნილი მაღაზიის ვიტრინაზე მხოლოდ შიგა მხრიდან გააკრან. რაც შეეხება სხვა შენობებს, მოქმედი წესი უცვლელი რჩება და სააგიტაციო მასალის გამოკვრა ძველ ბათუმში შენობებზე კვლავ აკრძალული რჩება.

ცვლილების აუცილებლობა ბათუმის საკრებულოში გასული არჩევნების პრაქტიკით განმარტეს - იმის გამო, რომ აკრძალულ ზონაში მდებარეობს საარჩევნო სუბიექტების უმრავლესობის პარტიული ოფისები, მაინც ხდებოდა ოფისების შენობა ნაგებობებზე სააგიტაციო მასალის განთავსება.

სხდომაზე ასევე გამოიყო შენობები, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ღონისძიებების გამართვა შეეძლებათ. ეს შენობებია: ბათუმის საზაფხულო თეატრი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საკონცერტო დარბაზი.

ახალი ამბები