კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის პროკურატურისგან სტუდენტების დარბევის საქმის გასაჯაროებას ითხოვენ

30 აპრილი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მერაბ ღოღობერიძე აჭარის პროკურატურისგან 2007 წლის 8 ნოემბერს სპეცრაზმის მიერ სტუდენტების დარბევის დეტალების გასაჯაროებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.   

ღოღობერიძის განცხადებით, რეგიონის საგამოძიებო უწყება საქმესთან დაკავშირებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს: „მივმართავ მთავარ პროკურორს, რომ 2007 წლის 8 ნოემბრის, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების სპეცრაზმის მიერ დარბევის საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახადონ. ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან გვპირდებოდა დაისჯებოდა ყველა პირი ვინც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ შედეგი სახეზე გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 8 ნოემბრს, დილით, ვათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში დაარბიეს.  ცრემლსადენი გაზი ლექციის მიმდინარეობის დროს აუდიტორიებში გაუშვეს და ჰოლში სპეცრაზმი შევიდა. უნივერსიტეტის შენობიდან რამდენიმე მოწამლული და ატირებული სტუდენტი სასწრაფო დახმარებამ გამოიყვანა. 22 წლის თამთა ბაჯელიძე კი, რომელიც ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, გაზის გამო მოიწამლა და ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსი, დავით ბედია პირად საუბარში აცხადებდა, რომ არაფერს დაერიდებიან, თუკი საჭირო იქნება ყველა ხერხს გამოიყენებენ.

ახალი ამბები