კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამდენიმეთვიანი ტყვეობა ცხინვალის ციხეში

1 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს სამი მოქალაქე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. 8 მოქალაქე კი უკვე იხდის სასჯელს. მათ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ედებათ ბრალად. ამ დრომდე უცნობია ქართველი ყოფილი სამხედრო პირის, რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელი. 

ქართული მხარის ინფორმაციით, შიტიკოვი კასპის რაიონის სოფელ  ყარაფილიდან გაიტაცეს რუსმა სამხედროებმა და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ოსური მხარე კი შიტიკოვის დაკავებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

ყოფილი სამხედროს პირის დაკავება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ამ საფრთხეებზე ისაუბრეს 16 აპრილს სოფელ აძვში დაკავებულმა „ტვ-3“-ის გადამღებმა ჯგუფმა. ტელეკომპანიის ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკოპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი ცხინვალის იზოლატორში ყოფნას იხსენებენ და აცხადებენ, რომ დაკითხვისას ინტერესდებოდნენ, ჯარში თუ უმსახურიათ და მონაწილეობდნენ თუ არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. 

სანაცვლოდ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი კატეგორიულობით მოითხოვს გორის ტერაქტის ბრალდებით გასამართლებული სამი პირის გადაცემას რომან შუტიკოვის, ბესიკ გელაშვილის, გიორგი ხარაზიშვილისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ.   

ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს რვა მოქალაქე იხდის სასჯელს. ისინი ცხინვალის სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულთა შორის არის ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრი ვასილ კობახიძე. კობახიძე 2012 წელს დააკავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსმა სამხედროებმა და ცხინვალის ძალოვან უწყებას გადასცეს. კობახიძეს   ცხინვალის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მისი ოჯახის წევრებს ცხინვალიდან შემოუთვალეს, რომ ქართულ მედიასთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარები არ გააკეთონ. ოჯახის წევრები ცხინვალის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ღიად საუბარს ამის შემდეგ ერიდებიან. 

გენადი მამაგულაშვილი დვანის მკვიდრი: „დააკავეს და სამი წელი მიუსაჯეს. ერთ წელზე მეტია მას შემდეგ გასული. კობახიძის შემთხვევაში, გამოსასყიდი არ მოითხოვეს.  თუმცა, ზოგიერთი დაკავებულები ნაცნობობით და ჯარისმის გადახდით გაათავისუფლეს ცხინვალის ციხიდან“.

ცხინვალის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს 15 აპრილს  სოფელ აძვში დაკავებულმა „TV-3“-ის გადამღები ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც 24 საათში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ. „TV-3“-ის  ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე იმ სიტუაციაზე საუბრობს, რაც ცხინვალის ციხეში დახვდა.

ბელა ზაქაიძე „TV-3“-ის ჟურნალისტი: „ცხინვალის უშიშროების იზოლატორში გაუსაძლისი მდგომარეობაა. ოფიციალური დაკითხვების გარდა, გავყავდი საკნიდან და იყო არაოფიციალური  გასუბრებები. ერთ-ერთი  ასეთი გასაუბრება იმდენად მძიმე იყო, რომ   აღარ მეგონა, თუ გამოგვიშვებდნენ.  ფიზიკურად არავინ შეგვხებია, მაგრამ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.  არაადამიანური პირობებია ცხინვალის ციხეში, სადაც ღამის გათევა მოგვიწია. ციოდა და იმ ღამით საკვებიც არ მოგვცეს“.

ცხინვალის ციხეში საქართველოს ის მოქალაქეები რჩებიან,  რომელთა გათავისუფლება დე-ფაქტო მთავრობამ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდაც არ ისურვა. დაკავებულების უმრავლესობა საოკუპაციო ხაზის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებია. 

კონფლიქტურ რეგიონებში საქართველოს ხელისუფლების კომპრომისულ პოლიტიკას მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში, მედია ტურაშვილმა  humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ  სახალხო დამცველმა  პატიმრების გაცვლის თაობაზე რეკომენდაციით უკვე მიმართა შსს-ს, ასევე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საკითხის ამ ფორმით მოგვარება ხელს შეუწყობს ინციდენტების აღკვეთას და ნდობის ფაქტორის აღდგენას  ქართველ და ოს ხალხში.   

ახალი ამბები