კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს დეპუტატები სხდომებს აცდენენ, ამომრჩეველსაც არ ხვდებიან, მაგრამ ანაზღაურებას მაინც იღებენ

1 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საკრებულოს წევრების ყოველთვიური ანაზღაურება 150 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ეს მათი ნაწილისთვის მოტივაცია ვერ აღმოჩნდა. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის ანაგარიშიდან ხდება ცნობილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი არათუ საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა, არამედ საკრებულოსა და კომისიის სხდომებსაც არ ესწრება. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 29  წევრისგან შედგება. გასულ წელს  ოცდაცხრავე წევრის მონაწილეობით საკრებულოს სხდომა მხოლოდ ორჯერ გაიმართა - სექტემბერსა და ოქტომბერში. ამის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა აღმნიშვნელ გრაფაში გვხდება ხუთიდან ორამდე ცარიელი ადგილები.  გაცდენების რაოდენობით „რეკორდსმენი“ კარალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მეზვრიშვილია, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არც ერთ საკრებულოს სხდომას არ დასწრებია. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ ალექსანდრე მეზვრიშვილს  ვერ უკავშირდებიან და სავარაუდოდ, იგი საქრთველოში არ იმყოფება.  მიუხედავად ამისა, საკრებულოს თვითმართველობას ორგანული კანონის 32-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილის მიხედვით არ უმსჯელია. კანონის ამ ნორმაში მითითებულია შემდეგი: „თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით აცდენს სხდომებს, საკრებულოს უფლება აქვს, დეპუტატს შეუწყვიტოს უფლებამოსილება“.  

ალექსანდრე მეზვრიშვილი  მთელი წლის განმავლობაში საკრებულოს კომისიის სხდომას ერთადერთხელ დაესწრო. კომისიის სხდომები რამდენჯერმე აქვთ  გაცდენილი საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს, მის მოადგილეს ზურაბ როსებაშვილს და სხვა დეპუტატებსაც. 

საიას გორის ოფისის ანგარიშის მიხედვით, დეპუტატების ასევე დაბალი აქტივობებია ამომრჩევლებთან შეხვედრების კუთხითაც.  

საიას მიერ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის  მიხედვით, ამომრჩევლებთან არც ერთი შეხვედრა არ ჰქონია საკრებულოს თამჯდომარეს, დავით რაზმაძეს. ასევე ამომრჩველებს არ შეხვედრია კარალეთის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მეზვრიშვილი. სხვა დეპუტატების ამომრჩველებთან შეხვედრის რაოდენობა უმეტესწილად 2-დან 5-ის ფარგლებში მერყეობს. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი შეხვედრა საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილს აქვს. მოსახლეობასთან მისი შეხვედრები რვა განმარტებით ბართაზეა აღნიშნული. 

საიას გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, 500-ლარიანი ანაზღაურება დეპუტატებისთვის ხელფასის რანგში გადის, რაც მცდარი წარმოდგენაა. მათი ანაზღურება უნდა მოხდეს მათ მიერ დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესაბამისად. ბებიაშვილის განცხადებით, კანონი დეპუტატისთვის მხოლოდ ასეთი ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს ბიუჯეტიდან.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე იმ ოთხ კომპონენტს ასახელებს, რის გამოც გაიზარდა საკრებულოს დეპუტატების ანაზღაურება:  საკრებულოს სხდომებზე დასწრება, კომისიის სხდომებზე დასწრება, შეხვედრები მოსახლეობასთან და  პრობლემების დაყენება საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან. 

„500-ლარიანი ანაზღაურება იყო პრეზიდენტის მითითება. ჩვენ შევქმენით დოკუმენტი განკარგულების საფუძველზე, რა პირობებში უნდა მიეღო ეს ხარჯები საკრებულოს წევრებს. რაც შეეხება ჩემს შეხვედრებს მოსახლეობასთან დღეში ვხვდები 30-მდე მოქალაქეს“, - ამბობს დავით რაზმაძე. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაციაში იმედი აქვთ, რომ მათ მიერ წარდგენილ ანგარიშს და რეკომენდაციებს, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ახალი მოწვევის საკრებულო გაითვალიწინებს და დეპუტატების პასიურობას არ წაახალისებს. 

ახალი ამბები