კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილის რემონტში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

3 მაისი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის #3 საპყრობილის რეაბილიტაცია დასრულდა. გარემონტებული შენობა საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, 29 აპრილს გახსნეს. 

დაწესებულებაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2013 წლის 10 აპრილს დაიწყო. მასში 3 მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა. 

გარემონტებულ საპყრობილის შენობას სასჯელაღსრულების მინისტრმა ევროპული სტანდარტების დაწესებულება უწოდა: „პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც სრულად არის ავტომატიზებული და იმართება ელექტრონულად. ნებისმიერი კარის გაღება ელექტრონულად ხდება. გარდა ამისა, ვიდეოგადაღება მიმდინარეობს ყველგან, გარდა უშუალოდ საკნებისა. თუმცა, განსაკუთრებული რისკის მქონე პატიმრების საკნები და საიზოლაციო საკნები არის ვიდეოგადაღებით აღჭურვილი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის მაღალი დონის დაწესებულება, სადაც დაცულია ყველა პირობა“.

ბათუმის #3 საპყრობილე 230 პატიმრისთვისაა განკუთვნილი. მინისტრის თქმით, თითო პატიმარზე 4 კვ. მეტრი ფართი არის გამოყოფილი. საპყრობილეში მოთავსდებიან როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული პირები.  ორი საკანი ქალებისთვის არის გათვლილი. უკვე არის გაკეთებული გრძელვადიანი პაემნების ოთახი, სამედიცინო დაწესებულება, სადაც სტომატოლოგიური კაბინეტიც ფუნქციონირებს. 

საპყრობილეში მხოლოდ მართლმადიდებლური სამლოცველო ოთახია. სოზარ სუბარის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, სხვა აღმსარებლობის პატიმრებსაც გამოუყოფენ სალოცავ ოთახს.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ხელისუფალს არა აქვს სურვილი, ქვეყანაში ციხეები პატიმრებით იყოს სავსე, მაგრამ როდესაც სასჯელს იხდის ადამიანი, აუცილებელია მინიმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნა, მისცე დანაშაულის გაანალიზებისა და გამოსწორების საშუალება. მოხარული ვარ, რომ ბათუმის ციხესთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნო ამბავი წარსულს ჩაბარდება“, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დაწესებულების დათვალიერების შემდეგ.

გარემონტებული საპყრობილის გახსნის პარალელურად, ეზოში, გარემონტებამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა იყო მოწყობილი. 

ახალი ამბები