კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მორიგი ძვირადღირებული მანქანა შეიძინა

3 მაისი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი ავტომობილი იყიდა. ახალი სედანის ტიპის ავტომობილისთვის 41 500 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კავკასუს მოტორსი“ უმაღლეს საბჭოს, ავტომობილის 5 მაისამდე გადაცემს.

სედანის ტიპის ახალ ავტომობილს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ბაციკაძე გამოიყენებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ MITSUBISHI-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც ბაციკაძე იყენებდა, მწყობრიდან იყო გამოსული. 

„ის მანქანა შესყიდული იყო 2010 წელს და აღარ ვარგოდა. დაზიანებული ჰქონდა გადამცემთა კოლოფი, რომლის გარემონტებაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ, ახლის ჩანაცვლება გადაწყდა“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, ილია თურმანიძემ.

თურმანიძის განმარტებით, ტენდერისათვის გამოყოფილ 41 500 ლარს ადრე შესყიდული MITSUBISHI-ის დღევანდელი ღირებულება 12, 500 ლარი და თანმდევი საგარანტიო შვიდი სახეობის მომსახურების ღირებულება გამოაკლდება. თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებულ დოკუმენტებში აღნიშნული არ არის, საბოლოოდ თუ რა ოდენობის თანხის გადახდაზე მოხდა შეთანხმება აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის, ამ მომსახურების გამოკლების შემდეგ.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „კავკასუს მოტორსმა“ მიიღო და შესაბამისად, გაიმარჯვა კიდეც. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში, აჭარის უმაღლესმა საბჭომ სატრასპორტო საშუალებების შეკეთებისათვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა და მომსახურებაში, ჯამში 48 214 ლარი გადაიხადა.  რაც ბევრად აღემატება 2012 წლის (8 160 ლარი) და 2011 წელს (4 900 ლარი) აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ იმავე მომსახურებაში დახარჯულ თანხას.

აჭარის უმაღლეს საბჭოს ბალანსზე ამჟამად 17 ავტომობილია. მათ შორის რამდენიმე ახალი უმაღლესი საბჭოს მიერ არის შეძენილი: 2012 წლის დეკემბერში - პიკაპის ავტომობილი 32 ათას ლარად,  2013 წლის აგვისტოში -  ჯიპი, რომელში 34 ათას ლარი გადაიხადეს. 

აღსანიშნავია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო 2014 წლის ჯიპის მოდელის ავტომობილის შეძენასაც აპირებდა 83 300 ლარად, თუმცა, საზოგადოების მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილებისა და  საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. 

კახი კალაძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისაგან, რომელიც არანაირი აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავი უნდა შეეკავებინა. 

ახალი ამბები