02:21, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ახალგაზრდა პატიმარი უყურადღებობის გამო გარდაიცვალა

03.05.2014

 
ნინო ანდრიაშვილი, ადვოკატი

ავთანდილ მაისურაძე 23 მაისს 26 წლის გახდებოდა. იგი სასჯელს იხდიდა ქუთაისის #14 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. პატიმარი 23 მარტს გარდაიცვალა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ. 

„მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, წლების მანძილზე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სხვადასხვა დროს დავექვემდებარე წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რის გამოც საგრძნობლად დამიზიანდა ჯანმრთელობა. ამასთანავე ვარ უკანონო პატიმარი. სასჯელს მახდევინებენ იმ დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩამიდენია“, - ასე იწყება ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელზე ზუსტად 3 თვით ადრე გამოგზავნილი ავთანდილ მაისურაძის წერილი.

წერილში აღნიშნული იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდება უკანონოდ წაუყენეს, რადგან იარაღი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს. იქვე მსჯავრდებული მისდამი განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას იხსენებდა: „ბათუმის ციხეზე ამიყვანეს 2012 წლის 16 მაისს. იმ დღიდან მოყოლებული, ვიდრე ციხის საზარელი კადრები არ გავრცელდა, ჩემზე ხდებოდა მუდმივი ფიზიკური ზეწოლა, წამება, ცემა, ტანჯვა დანაშაულის აღიარების მიზნით, მაგრამ მიუხედავად ასეთი წამებებისა, მაინც არ ვაღიარე დანაშაული“.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მსჯავრდებულს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. არაერთი მიმართვისა და თხოვნის მიუხედავად, მას არ ეწეოდა აუცილებელი მკურნალობა. არაერთი განცხადებით ითხოვდა დროულ მკურნალობას, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილების გამო მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს აძლევდნენ. 

„სიმართლეს გეტყვით და არ ვიცი, ამ ტკივილებს სადამდე გავუძლებ. ვშიშობ, მარტივი გამოსავალი არ ვიპოვო და თავი არ ჩამოვიხრჩო“, - წერს ა/წ გარდაცვლილი მსჯავრდებული. მას პერიოდულად ეთიშებოდა ქვედა ორივე კიდური, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს, ასევე მსჯავრდებულს თვეების განმავლობაში  სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი ატყობინებდა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი იყო მსჯავრდებულის დიაგნოსტიკური კვლევა და ნეიროქირურგის კონსულტაცია მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ავთანდილ მაისურაძეს აქვს დაზიანებული 14 (თოთხმეტი მალა), პრობლემები გულმკერდისა და წელის მალებზე; შეექმნა მხედველობის პრობლემები და თავის გაუსაძლისი ტკივილები; მიუხედავად ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობისა, 3 თვის განმავლობაში სამინისტრომ პატიმარი არ გაიყვანა ნეიროქირურგის კონსულტაციაზე, რის შემდეგაც დაიგეგმებოდა შემდგომი მკურნალობა. 

ფაქტობრივად, თვეების განმავლობაში არ გატარებულა ქმედითი ზომები მსჯავრდებულის სამკურნალოდ. მხოლოდ დიაგნოზის დასმით, რა თქმა უნდა, პატიმარი ვერ გამოჯანმრთელდებოდა.

მსჯავრდებულის უფლება სამედიცინო მომსახურეობაზე რეალურად განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებასაც, დროული დახმარება აღმოუჩინოს ადამიანს, რომელიც საპატიმროში იმყოფება და არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსარიცხად, პენიტენციალური სისტემის სამედიცინო სამსახური ეფექტურად უნდა წარმართავდეს მუშაობას სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მსჯავრდებულთა ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად. 

მსჯავრდებულთა მიმართ სამედიცინო მომსახურეობა უნდა შეესაბამებოდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო აქტებით.  ევროპული სასამართლოს პრაქტიკიტაც დადგენილია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასათანადო სამედიცინო მომსახურების არსებობა შეიძლება გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კოვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ მოპყრობას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC