კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენი „საჯარო სამსახურის“ კანონში შესულ ცვლილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

5 მაისი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 134’4 მუხლის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება. მათი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე გაგრძელდება. ცვლილება საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ნინო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში მუშაობს. შესაბამისად, ის საჯარო მოხელეა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილების შესახებ იგი სამსახურში უკვე გააფრთხილეს. როგორც თვითონ ამბობს, უკვე ემზადება კონკურში მონაწილეობის მისაღებად და თავისუფალ დროს კონკურსისათვის საჭირო კანონებს იმეორებს: „ვცდილობ, თანამდებობა შევინარჩუნო. ამიტომ კონკურსში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“.

ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ 2014 წლის 5 თებერვალს შევიდა. ცვლილების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელე, მათ შორის - კონკურსის წესით დანიშნულიც, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება და გამოცხადდება კონკურსი. აღნიშნული ცვლილება, საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

საქართველოს სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში 7 აპრილს შევიდა, რითაც აღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობაა მოთხოვნილი.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, „აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირთა უფლებრივ გარანტიებს ადგენს. კონსტიტუციის ეს დანაწესი კრძალავს მოხელეთა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას“.

ომბუდსმენის საკონსტიტუციო სარჩელი დამატებით შეიცავს დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, „სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამ მიმართებით წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოთა სამართალწარმოების პრაქტიკა“.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ჯერ-ჯერობით ჩანიშნული არ არის. საქართველოს სახალხო დამცველმა კი, სარჩელში გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაც მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ახალი ამბები