კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია შიდა ქართლის გუბერნატორს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

13 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ახალი მემარჯვენეებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ გაერთიანების შედეგად, შექმნილი საარჩევნო ბლოკის - „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ რეგიონული შტაბის თავმჯდომარე, იოსებ ბორცვაძე შიდა ქართლის გუბერნატორს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშუალებს. 

როგორც ბორცვაძემ განაცხადა, შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილის მონაწილებით მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის დაკომპლექტება და იგი უშაულოდ არის ჩართული პარტიულ საქმიანობაში.  არასაპარლამენტო ოპოზიცია შიდა ქართლის გუბერნატორის გადადგომას მოითხოვს. 

იოსებ ბორცვაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი: „იმის მაგივრად, რომ გუბერნატორი დაკავებული იყოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით და ისმენდეს მათ გასაჭირს, ის დაკავებულია საარჩევნო კამპანიით და ფაქტობრივად გუბერნატორის ადმინისტრაცია გადააქცია „ქართული ოცნების“ შტაბად. აქედან გამომდინარე, მე მოვითხოვ მის გადადგომას. მას არავინ უშლის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, მაგრამ გადადგეს, ან შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება“.
 
humanrights.ge-ის კითხვაზე, აპირებენ თუ არა საარჩევნო უწყებათაშორის კომისიას მიმართონ, ბორცვაძემ განაცხდა, რომ ამ ეტაპისთვის დაელოდებიან გუბერნატორის გამოხმაურებას და თუ მისი მხრიდან კიდევ განმეორდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, ისინი უწყებთაშორის კომისიას მიმართავენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო მიხანაშვილი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლის ბრალდებებს არასერიოზულს და აბსურდულს უწოდებს.   

„მე შემიძლია, განვაცხადო გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით, რომ ეს არის არასერიოზული ბრალდება. თუ კონკრეტული რამე ფაქტი აქვთ იმისა, რომ გუბერნატორი იყენებდა ადმინისტრაციულ რესურს, დააკონკრეტონ, მაგრამ რასაც ადგილი არ ჰქონია, მასზე ვერ ისაუბრებენ და ამიტომ ზოგად, აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბარში მიხანაშვილმა.

ახალი ამბები