კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტაში „ქართული ოცნების“ 27 –მა წევრმა პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა

15 მაისი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახმეტაში „ქართული ოცნების“ 27 –მა წევრმა პროტესტის ნიშნად პარტიის რიგები დატოვა. მათი განცხადებით, მიზეზი პარტიული სია გახდა, რომლის მიხედვითაც გამგებლობის კანდიდატად კვლავ ამჟამინდელი გამგებელი ბექა ბაიდაური, ხოლო სიის პირველ ნომრად კი მამუკა ხოლეგაშვილი სახელდება. 

პარტიის წევრები ამ ყველაფერში მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იგი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა პრობლემის შესასწავლად კოალიციის ცენტრალური შტაბის უფროსს კახა კალაძესაც მიმართეს.

„ბატონო კახა, მაჟორიტარული სია მეტნაკლებად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის. რაც შეეხება პარტიულ სიას, მისი ასეთი სახით დამტკიცება გამოიწვევს ჩვენს კრახს რაიონში. სიასთან ერთად მიუღებელია გამგებლის მოქმედი კანდიდატურა. ახმეტაში არჩევნები იქნება წაგებული. დაუშვებელია, საარჩევნო სიის პირველ ნომრად მოაზრებული იყოს მამუკა ხოლეგაშვილი, რომელიც საარჩევნო კანონის არცოდნის და დარღვევის გამო, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით, გათავისუფლდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის შტაბი, პარტიიდან დამტკიცებული მაჟორიტარები და აქტივი უარს ვაცხადებთ მუშაობაზე და არჩევნებში მონაწილეობაზე“, – აღნიშნულია წერილში.

კოალიციის უკვე ყოფილი წევრის ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, გამგებელიც და ახმეტაში „ქართული ოცბების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელებული მამუკა ხოლეგაშვილიც ზურაბ ზვიადაურის კადრები  არიან. მისი თქმით, დეპუტატის გარდა, მათი მხარდამჭერი თითქმის არავინ არის.

ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, მან „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამგებლის კანდიდატი კვლავ ბექა ბაიდაური ყოფილიყო. მისი თქმით, იგი საერთოდ არ იცნობს ოთარ კვირიკაშვილს და შესაბამისად, მის ბრალდებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ახალი ამბები