კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონგრესმენებთან, ფედერალურ აგენტებთან და ამერიკულ მედიასთან საქართველომ 2013 წელს 2,3 მლნ დოლარი დახარჯა

19 მაისი, 2014
 
ინტერპრესნიუსი

ამერიკელ კონგრესმენებთან, ფედერალურ აგენტებთან და ამერიკულ მედიასთან ურთიერთობების დასამყარებლად საქართველომ 2013 წელს 2,3 მილიონი დოლარი დახარჯა. შესაბამის მონაცემებს ორგანიზაცია Sunlight Foundtaion ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ 1 096 520 მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტებზე, საქართველოს უშიშროების საბჭომ კი 155 049 დოლარი. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას აშშ-ში კომპანიები The Harbour Group, LLC, Patton Boggs LLP, HDMK, LLc ლობირებს, წარსულში კი მას ლობირებას 7 ამერიკული კომპანია უწევდა. 

Sunlight Foundtaion-ის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლობისტებზე 1 460 918 მილიონი დოლარი დახარჯა, პრემიერ-მინისტრის ოფისმა 36 700 დოლარი, სალომე ზურაბიშვილის საინიციატივო ჯგუფმა კი 6 ათასი დოლარი. 

ამასთან, Sunlight Foundtaion აქვეყნებს ათეულს, თუ რომელმა ქვეყანამ რამდენი დახარჯა 2013 წელს. ყველაზე მეტი ამერიკელ ლობისტებში არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა – 14,2 მილიონი დოლარი, გერმანიამ – 12 მილიონი დოლარი და კანადამ 11, 2 მილიონი დოლარი დახარჯეს. ათეულში ასევე მოხვდნენ საუდის არაბეთი (11,1 მლნ. დოლარი), მექსიკა (6,1 მლნ. დოლარი), მოროკო (4 მლნ. დოლარი), სამხრეთ კორეა (3,9 მლნ. დოლარი), სერბეთი (2,4 მლნ. დოლარი) და აზერბაიჯანი (2,3 მლნ. დოლარი). 

ახალი ამბები