კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

19 მაისი, 2014
 
სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 მაისს შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს როგორც დაცვის მხარე, ისე პროკურატურა.  

გელა ხვედელიძე გასული წლის მაისში დააპატიმრეს, თუმცა ორ დღეში 5 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც მაშინდელმა შს მინისტრმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, მისმა ყოფილმა მოადგილემ, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული ჩანაწერების არქივს კურირებდა, ვიდეომასალა ინტერნეტში „შურისძიების“ მიზნით გაავრცელა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხვედელიძეს ბრალდებებს უყენებდა.

ახალი ამბები